x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"რაც ამ ბოლო დღეებში მეტროში ხდება, ბავშვობაშიც კი არ მახსოვს..."
მეტროთი მგზავრობა რომ ჩვენი, თთოეულის ტკივილია, უკვე დიდი ხანია ახალი ამბავი აღარაა.


თბილისის მერია ხშირად ატარებს ღონისძიებებს პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ხან მეტროს ჭერი ინგრევა, ხან ხიდის უსაფრთხოებაზე ვწუწუნებთ. თუმცა ყველაზე დიდი დოზით წუწუნი, მაინც ხალხის სიმრავლეს, მატარებლების სიმცირესა და დიდი შუალედების გამო გვიწევს.

ალბათ არაერთი თქვენგანი მოხვედრილა დილის მეტროში, როდესაც სამსახურში გაგვიანდება, თუმცა ხალხის სიმრავლის გამო, რამდენიმე მატარებლის გაშვება გიწევს და სამსახურშიც საყვედურის მოსმენა დაგვიანებისთვის.


ერთ ასეთ შემთხვევაზე წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც დილის "პიკის საათს" შეესწრო.



"რაც თავი მახსოვს, ჩემი ძირითადი ტრანსპორტი მეტროა. რაც ამ ბოლო დღეებში მეტროში ხდება, ბავშვობაშიც კი არ მახსოვს. თითქმის ყოველ დილით რაღაც პრობლემა აქვს. ახლაც 7 წუთის წასული იყო მატარებელი, მოვიდა ახალი, ოღონდ არ გაჩერდა (ალბათ, ისევ “ტექნიკური პრობლემა” ჰქონდა).

მოვიდა ორ წუთში ახალი და იმდენი ხალხი იყო, ნახევარი ვერ შევეტიეთ. ველოდებით მომდევნოს.

და ეს ხდება დილით, როცა ხალხს სამსახურებსადა უნივერსიტეტებში ეჩქარება.

სამაგიეროდ, ტაქსებს გადაგვიღებავს მერია თეთრად და ტაქსის მანათობლებს დაარიგებს უფასოდ.

თბილისის მერია / Tbilisi City Hall Kakha Kaladze კახა კალაძე გამარჯობა"-
წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


შენიშვნა: ფოტო არ ასახავს რეალობას


image

1
840
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
840
  
2019, 28 აპრილი, 13:19
მეტროს პრობლემა მარტო "ტექნიკურ " გაუმართაობაში არაა... საერთოდ ნულია რეაქცია რომ "მაწანწალები" არ შეუშვან, ან რა დონეზე არიან "გათავხედებულები" ვიღაც - ვიღაცეები, პოლიციის თვალწინ რომ სთავაზობენ მეტრომანებით შეიარაღებულნი მგზავრებს "გატრებას"...-ანუ სხვანაირად რომ ვთქვქთ ამ ხალხმა მეტროპოლიტენის და სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე მოინდომეს ფულის კეთება დ ამ დროს , პოლიცია უყურებს და ყურსაც არ იბერტყავს.....თან ბოლო ხმაზე გაჰყვირიან მეტროპოლიტენის მუშაობა საკუთარ ხარჯებს ვერ ფარავს და სუფსიდირებას საჭიროებსო...!!!!! მოკლედ ეს ქვეყანა ყველას წიხლზე კიდია .. და ამაში მთავრობას ლომის წილი მიუძღვის!!!.
0 1 1