x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში სამი სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ჩხუბის მერე საქმის გასარჩევად კრიმინალურ "ავტორიტეტს" მიმართეს

image რუსეთში, რომ არ ხდება ისეთი რა უნდა იყოს, მაგრამ ფაქტი, რომელიც მინდა ახლა სტატიის სახით წარმოგიდგინოთ იმდენად კურიოზულია წარმოდგენაც კი ჭირს.
რუსეთში ყალმუხეთის ოლქში გასართობ ცენტრ «Уралан»-ში რუსეთის სამი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა იჩხუბეს-იტყობინება «Московский Комсомолец».
გასაკვირი აქ არაფერი იქნებოდა, ვის არ მოსვლია ჩხუბი, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ცოტა არ იყოს უცნაურად მოგეჩვენებათ. მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით მომხდარ ფაქტს.
ჩხუბში მონაწილეობას იღებდა ელისტას სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი, მოადგილესთან და ორ თანამშრომელთან ერთად. მათი "ოპონენტები" ჩხუბში კი იყო არც მეტი და არც ნაკლები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმის მებრძოლები.
ჩხუბის დროს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსმა დასახმარებლად ადგილობრივ კრიმინალურ "ავტორიტეტს" მეტსახელად "ტიულიას" დაურეკა. "ავტორიტეტმა" დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა ჩხუბი შეეწყვიტათ და მეორე დღეს მშვიდად განეხილათ მომხდარი ჩხუბის მიზეზი და მიეღოთ გადაწყვეტილება თუ ვინ იყო დამნაშავე.
"ტიულიამ" მეორე დღეს ქალაქგარეთ დაიბარა (არ შემშლია კრიმინალმა დაიბარა ძალოვნები) ჩხუბში მონაწილეები საქმის გასარჩევად.
მართლაც მეორე დღეს "ტიულიას" მიერ მითითებულ ადგილზე, ქალაქგარეთ შეიკრიბა 40-ზე მეტი ადამიანი დაპირისპირებული მხარეებიდან. დაპირისპირებული მხარეების მხარდასაჭერად მივიდნენ ადგილობრივი კრიმინალური "ავტორიტეტები".
საქმის გარჩევისას ერთერთ ძალოვანს ნერვებმა უმტყუნა და ტრავმატული პისტოლეტიდან სროლა დაიწყო, ერთერთი ძალოვანი კი არმატურის ნაჭრით სცემეს.
დაზარალებულებმა კლინიკას მიმართეს დახმარებისათვის, როგორც აღმოჩნდა სხვისი სახელით და გვარით.
"რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე დაიწყო მოკვლევა და მოსკოვიდან ყალმუხეთის დედაქალაქში გაიგზავნა საგამოძიებო ჯგუფი"-განაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Ирина Волк -მა.

1
244
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
244
  
2019, 3 აპრილი, 4:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1