x
image
მანანა თურმანიძე
ნოდარ მგალობლიშვილის ღირსება

image

ადრეული ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა თეატრი. ჩვენ რუსთაველის თეატრთან ახლოს ვცხოვრობდით და ხშირად ვსტუმრობდით მას, ასევე ოპერის თეატრსაც, თუმცა, არც მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლზე დასწრების სიამოვნებას ვიკლებდით, რომლის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ვარსკვლავი, ქართული თეატრისა და კინოს მარგალიტი, ბ-ნი ნოდარ მგალობლიშვილი იყო.
ბევრი დეკადის მანძილზე ადამიანები უდიდესი მოწიწებით და მოკრძალებით მიიჩქაროდნენ იმ ზღაპრულ სამყაროსთან საზიარებლად, რომელსაც გასაოცარი ოსტატობით ქმნიდნენ ქართული სცენის ისეთი უბადლო კორიფეები, როგორებიც იყვნენ კოტე მარჯანიშვილი, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი, კოტე მახარაძე, რამაზ ჩხიკვაძე და სხვები. სწორედ ამ პლეადის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ ბ-ნი ნოდარ მგალობლიშვილი. მან წარუშლელი კვალი დატოვა, როგორც ქართული კულტურის მრავალფეროვან ბარელიეფზე, ისე ჩვენს მეხსიერებაში. მის მიერ შესრულებული როლები ხშირად გვაბრუნებენ ბავშვობის იმ ლამაზ, ზღაპრულ სამყაროში, რომელიც უფერული იქნებოდა მათ გარეშე.
ბ-ნი ნოდარის პიროვნებაზე საუბრისას არ შეიძლება არ გაიხსენო ერთი მეტად მრავლისმეტყველი ფაქტი. 2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმისგან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა. ეს იყო ღირსეული კაცის, ღირსეული ჟესტი, რომელიც სწორედ ღირსების სიმბოლოდ იქცა.
იძინეთ მშვიდად ბატონო ნოდარ, თქვენ ჩვენს გულებში სამუდამოდ ჩაიბეჭდეთ ქართული სცენის უსაყვარლეს დიდოსტატად და ალბათ დიდხანს დარჩებით თაობებისთვის მისაბაძ ღირსების რაინდად!
0
194
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0