x
image
Teklamaisuraze
დომენიკ მანგოს საქართველოს პატრიარქი არ მოსწონს
image
დომენიკ მანგო... ადამიანი რომელიც მთელი ქვეყნის ყურადღების ქვეშ არის, არა მარტო ქვეყანაში, არამედ საზღვრებს გარეთაც, ეხმარებიან ქართველები, ვინც ემიგრაციაშია. არიან პოზიტიურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ ქვეყანაში ბევრი უსამართლობა ხდება და არიან, რბილად რომ ვთქვათ უარყოფითად განწყობილები, რომლებიც არ ეთანხმებიან მის აზროვნებას ქართულ“ ტრადიციებთან " დაკავშირებით. ეს ეხება რელიგიას კერძოდ პატრიარქის კრიტიკას, ეხება ემიგრანტი ქალების ოჯახის წევრებს, რომლებიც გამალებით ელიან გამოგზავნილ თანხას, ეხება“ შავების" მენტალიტეტს და სხვა უამრავი თემა, მოკლედ საზოგადოების აზრი შუაზეა გაყოფილი.

გადავავლოთ თვალი კაპიტანი დომენიკ მანგოს პოსტს, რომელიც ეხება სერბეთის პატრიარქს, თუ როგორ უყვარდათ ის ქვეყანაში და როგორ გლოვობდა ერი მის გარდაცვალებას.

ერთის მხრივ ეს ცალსახად კარგია როდესაც კარგს უსვამს ხაზს, მეორეს მხრივ მიუთითებს თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პატრიარქი.

კუკური ბარამიძე საქართველოს პატრიარქზე


“ იცოდეთ რა არის ნამდვილი ქრისტიანობა: სერბეთის პატრიარქი პავლე გარდაიცვალა 2009 წელს, 96 წლის ასაკში, ხოლო უკანასკნელ გზაზე მთელი ერი მიაცილებდა, მას არ ყავდა დაცვა, დადიოდა ფეხით და ძალიან იშვიათად სარგებლობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

როდესაც კურთხევა სთხოვეს “ზაპოროჟეცის " ყიდვაზე, მან კურთხევა არ მისცა და თქვა, არ ეგების მანქანის შეძენა ობლებისა და ღარიბების შემოწირულობით, თან იქნებ ისეც მოხდეს, რომ გუბეებში გადაივლით და მათვე გაწუწავთ." სანამ ყველა სერბის ოჯახში არ იქნება მანქანა არც მე მეყოლებაო.

ის თავისით იმოსებოდა, თავისით რეცხავდა შესამისელს, თუ რომელიმე მღვდელს ანაფორა დაეხეოდა ეუბნებოდა მე მოგიკერავო.

ყველა ობლისა და ჩაგრულის შემწე იყო, იბარებდა თვითონ აღსარებებს და ხვდებოდა უამრავ ადამიანს.

ეს ტანით პატარა ბუმბერაზი ადამიანი, სერბეთის პატრიარქი პავლე გახლდათ. რომელსაც ვერც სერბი ხალხი და ვვერც მსოფლიო ისტორია ვერ ივიწყებს. "

ასევე დაგაინტერესებთ

ვის ეკუთვნის ღაზას სექტორი ისრაელს თუ ჰამასს

imageთანამედროვე პრობლემა მოზარდებსა და ბავშვებში, ძვლების დეფორმაცია, რაქიტი

image

0
371
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0