x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
10 ყველაზე უცნაური დასახლება მსოფლიოში

ჩვენ ირგვლივ საოცარი სამყაროა. თუმცა, ყოველ დიდ ქალაქში თუ ზღაპრულ სოფელში ყოველთვის მოიძებნება მეტად უცნაური დასახლების პუნქტი, რომელიც ისევე იქცევს ყურადღებას, როგორც კარგად გაპიარებული ღირშესანიშნაობა.

აქ სწორედ ამ კატეგორიის, ყველაზე უცნაურ 10 დასახლებას წარმოგიდგენთ:



ჯოჯოხეთი (Hell), მიჩიგანი, აშშ

image


ეს ქალაქი ამ ჩამონათვალში თავისი სახელის გამო მოხვდა. ჯოჯოხეთი პატარა დასახლებაა და თუ ოდესმე მიჩიგანის შტატში მოხვდებით, აუცილებლად შეიარეთ ამ ქალაქში – სურათი გადაიღეთ, ფოსტიდან ღია ბარათები გაუგზავნეთ ნაცნობებს, იმის მტკიცებულებად, რომ ნამდვილ ჯოჯოხეთში იყავით. და ნუ შეგეშინდებათ, იქ ეშმაკები არ ცხოვრობენ, – ჩვეულებრივი დასახლებაა, ჩეულებრივი ადამიანებით. უბრალოდ, ზაფხულში ქალაქში ისე ძალიან ცხელა, რომ მას ხშირად ჯოჯოხეთს ადარებენ და სახელიც აქედან მოდის.



ლონგირი (Longyearbyen), შპიცბერგენი, ნორვეგია

image


ამ დასახლებას შპიცბერგენის არქიპელაგზე, რამდენიმე უცნაურობა სჭირს: იქ მზე 4 თვის მანძილზე არ ამოდის. ხოლო სახლები საყრდენ ბოძებზე დგას, რომ ზაფხულში, თოვლის დნობის დროს, წყალმა არ დატბოროს. ლონგირში არ არსებობს სასაფლაო, რადგან დაბალი ტემპერატურის გამო, გვამი არ იხრწნება. ასე რომ, ქალაქში და მის შემოგარენში, მიცვალებულის დაკრძალვა აკრძალულია.




სუპილინი (Supilinn), ესტონეთი

image


თუ არ გიყვართ ხმამაღალი მუსიკა და მშვიდი, მყუდრო დასვენების მომხრე ბრძანდებით და ამასთან, ბოსტნეულიც გიყვართ, ეს უცნაური და ლამაზი ქალაქი ჩაინიშნეთ და შვებულების დროს იქ აუცილებლად გაემგზავრეთ. სახლების უმრავლესობა ქალაქში თანამედროვე სამშენებლო მასალებით არ არის აშენებული, ხოლო ყველა ქუჩას რომელიმე ბოსტნეულის სახელი აქვს. შესაბამისად, მას სუპილინს, ანუ «ქალაქ-სუპს» ეძახიან.



უბედური შემთხვევა (Accident), მერილენი, აშშ

image


ეს პატარა ქალაქი გარეტის (Garrett) ოლქში მდებარეობს და გადმოცემის თანახმად, მისი სახელი 1786 წელს გაჩნდა, როდესაც მიწების განაწილების დროს, 2 მეგობარს, შემთხვევით, ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი მისცეს.



ტემზა, ჩინეთი

image


მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ნამდვილი ინგლისური ქალაქია, ის პირდაპირ შანხაის ცენტრში მდებარეობს. ქალაქში როგორც აღვნიშნეთ, ინგლისური არქიტექტურაა, რესტორნებში ინგლისურ კერძებს ამზადებენ და ქუჩებში კლასიკური სატელეფონო ჯიხურებიც კი დგას. ასე რომ, ჩინეთში სტუმრობისას, შეგიძლიათ «ინგლისშიც» შეიაროთ.



სოფელი (The Villages), ფლორიდა, აშშ.

image


ეს დასახლება არც ქალაქია და რეალურად, არც სოფელი – ის პატარა თემია. მაგრამ მის ტერიტორიაზე ისეთი უცნაური წესები მოქმედებს, რომ აქ გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდით. საქმე იმაშია, რომ თემში არ დაიშვებიან პირები 19 წლის ასაკამდე. ხოლო, ვისაც უკვე 19 წელი შეუსრულდა, იქ ცხოვრების უფლება იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ მასთან ერთად, 50 წელს გადაცილებული ადამიანი იცხოვრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას თემიდან წასვლა და სახლის დატოვება მოუწევს.



მონოვი (Monowi), ნებრასკა, აშშ

image


ეს პატარა ქალაქი, სავარაუდოდ, ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ერთადერთი მოსახლე ხანდაზმული ქალია, რომელიც ბარის მფლობელი და მმართველია. ის ასევე არის საჯარო ბიბლიოთეკის მმართველი და ქალაქის ოფიციალური მერი.



კოუალუნ უალედ სითი (Kowloon Walled City), ჰონგ-კონგი, ჩინეთი

image


ვიდრე ქალაქის ამ უბანს დაანგრევდნენ (1994წ.), ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იყო დედამიწაზე. რეალურად, ეს იყო ქალაქი ქალაქში, თავისი უნიკალური არქიტექტურით, უფრო სწორად, რომ ვთქვათ, ერთმანეთზე დაწყობილი პატარ-პატარა სახლებით. ითვლება, რომ დანგრევის მომენტისთვის, უბანში, რომლის ტერიტორიის ფართობი 27 000 კვ. მ. (სიგრძე – 213 მ; სიგანე – 126 მ.) იყო, 33 000 კაცი ცხოვრობდა. და მხოლოდ კი არ ცხოვრობდა, მუშაობდა კიდეც: იქვე მდებარეობდა 1 000-ზე მეტი პატარა ქარხანა (ფაბრიკა), იყო მაღაზიები, სკოლები, საბავშვო ბაღები და მოხუცთა თავშესაფარიც კი. რაიონის დანგრევა და იქიდან ხალხის გასახლება, შექმნილი რთული კრიმინალური მდგომარეობის გამო გადაწყდა. დღეს იმ ადგილზე ქალაქის პარკია.



კოლმა (Colma), კალიფორნია, აშშ

image


იმის გამო, რომ იქ ბევრი სასაფლაოა (ჩვეულებრივი, ებრაული, ჩინური და შინაური ცხოველებისაც კი), კოლმას, ხშირად, «მიცვალებულთა ქალაქსაც» ეძახიან. ქალაქი 1924 წელს, როგორც სან-ფრანცისკოს ნეკროპოლი, ისე დაარსდა და მისი მოსახლეობა 1200 ადამიანს არ აღემატება. ხოლო, საფლავების რაოდენობა – დაახლოებით, 2 მილიონია.



მიაკე-ჟიმა (Miyake-jima), იაპონია

image


იაპონიის აღმ. სანაპიროზე, კ. ჰონსიუს მახლობლად, წყნარ ოკეანეში მდებარეობს იზუს არქიპელაგი, რომელიც 17 კუნძულისგან შედგება. მათ შორის არის კუნძული, რომელზეც ვულკანი, უკანასკნელი 500 წლის მანძილზე, 13-ჯერ ამოიფრქვა და კრატერიდან ორთქლი დროდადრო დღესაც ამოდის. ატმოსფეროში გოგირდის ჭარბი რაოდენობის გამო, ადგილობრივები იძულებულები იყვნენ, გამუდმებით აირწინაღები ეტარებინათ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კუნძულიდან მოსახლეობის ევაკუირება 2000 წელს მოხდა. მაგრამ, 2005 წლიდან ხალხმა დაბრუნება დაიწყო. ხოლო, იმ შემთხვევისთვის, თუ ჰაერში მავნებელი აირის კონცენტრაცია გაიზრდება, ყველას აირწინაღი აქვს. ინფორმაცია სრული რომ იყოს და კითხვები არ გაჩნდეს, აქვე აღვნიშნავთ, რომ მეცნიერები კუნძულზე დაბრუნებულებს, საკმაოდ სოლიდურ პენსიას უხდიან, «გარემოს ადამიანებზე ზემოქმედების კვლევის ფონდიდან».imageimageimageimageimageimageimage







1
543
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
543
  
2019, 4 აპრილი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1