x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი ადამიანები,რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს
image

1941 წლის 28 მარტს თავი მოიკლა ინგლისელმა მწერალმა და ესეისტმა, XX საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ვირჯინა ვულფმა, ავტორი რომანებისა "“მისის დელოუეი“ (1925), „შუქურისაკენ“ (1927) და "ტალღები (1931).მოდით გავიხსენოთ იმ ცნობილი ადამიანების ნაწილი, ვინც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.


1-პაოლო იაშვილი-ქართველი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი, 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი, დაასწრო დაპატიმრებას და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა, მწერალი 43 წლის იყო.

image



2-ლელა სიხარულიძე-ქართველი მომღერალი, 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ვარსკვლავი.მსმენელს შეაყვარა თავი ისეთი სიმღერებით, როგორიცაა „სულ ზევით, ზევით“ და „ირინოლა“ და სხვა.

თავი მოიკლა 1998 წლის 17 აგვისტოს, 36 წლის ასაკში.

image



3-გოჩა აბაშიძე-ქართველი მსახიობი, მაყურებლებს დაამახსოვრა თავი ფილმებით:"ისინი ჩამოვიდნენ მთიდან - (დათო)" ცისკარა" - (ბადრი), "აბეზარა" - (მილიციელი), " ჩრდილი გზაზე" -(თედო), "ჩვენი ეზო" (ვაჟა), " სად არის შენი ბედნიერება, მზია? "(ელგუჯა), " მაია წყნეთელი" -(მანუჩარი), " გლახის ნაამბობი"(გაბრო).

თავი მოიკლა 1961 წლის 8 ოქტომბერს. მსახიობი სულ რაღაც 24 წლის იყო.

image



4) ზვიად გამსახურდია-მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი.დაიღუპა 1993 წლის 31 დეკემბერს. მისი გარდაცვალების მიზეზი დღემდე ბუნდოვანებით არის მოცული, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება თვითმკვლელობა.

image



5-რობერტ ენკე-გერმანელი ფეხბურთელი, ბარსელონას", " ჰანოვერის" და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე.თავი მოიკლა 2009 წლის 10 ნოემბერს, იგი 32 წლის იყო.

image



6–ჩესტერ ბენინგტონი- 41 წლის. Linkin Park -ის სოლისტი. თავი მოიკლა 2017 წლის 20 ივლისს, დაახლოებით დილით 4 საათზე საკუთარ სახლში, ლოს ანჯელესის გარეუბანში. მუსიკოსმა თავი ჩამოიხრჩო.

image



7-მერლინ მონრო-ჰოლივუდის ხატი და ამერიკის სიმბოლო.სახელი გაითქვა ისეთი ფილმებით როგორებიცაა:"ყველაფერი ევას შესახებ", "ჯენლტმენები ირჩევენ ქერებს", "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" და სხვა.თავი მოიკლა 1962 წლის 5 აგვისტოს 36 წლის ასაკში.თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც.

image



8-კიტ ფლინტი- 49 წლის. ჯგუფ Prodigy-ის სოლისტი, 2019 წლის 4 მარტს დილით გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში.როგორც შემდეგ Instagram პოსტიდან გაირკვა მომღერალმა თავი მოიკლა.

image



9-რობინ უილიამსი- 63 წლის. ოსკაროსანმა და ყველასთის საყვარელმა კომიკოსმა თავი მოიკლა 2014 წლის 11 აგვისტოს გაჭიანურებული დეპრესიის შემდეგ.

image



10-ჯინ სიბერგი-ამერიკელი მსახიობი, თუმცა მოღვაწეობდა ევროპაში, ძირითადად ფრანგულ ფილმებში.მრავალ სურათში ჟან-პოლ ბელმონდოს პარტნიორი.ითამაშა 30 მეტ ფილმში.განსაკუთრებით პოპულარობა მოუტანა ფილმმა " À bout de souffle"(უკანასკნელ ამოსუნთქვამდე).

სუიციდი განახორციელა 1979 წლის 8 სექტემბერს 41 წლის ასაკში.

image



11-მინდი მიკრიდი-37 წლის.ამერიკელმა ქანთრი მომღერალმა, რომელიც სადებიუტო ალბომი "Ten Thousand Angels" გახდა ორგზის მულტიპლატინური, თავში გასროლით მოიკლა თავი 2017 წლის 17 თებერვალს.

image



12-ჰიტ ლეჯერი-ავსტრალიელი მსახიობი, გადაღებულია 19 ფილმში, განსაკუთრებით სახელი გაითქვა ფილმის "ბნელი რაინდი".

იპოვეს მკვდარი საკუთარ სახლში 2008 წლის 22 იანვარს. მსახიობი 28 წლის იყო.

image



13-ანა ნიკოლ სმიტი-ამერიკელი მსახიობი და მოდელი, იგი მერლინ მონროს ბაძავდა და მისი კუმირი იყო.

თვითმკვლელობა განახორციელა ფლორიდის ოტელ «Hard Rock Hotel and Casino»ში 2007 წლის 8 თებერვალს. მსახიობი 39 წლის იყო.


image



14-ლუსი გორდონი-ინგლისელი მსახიობი და მოდელი, ცნობილი ფილმებით "ინტუიცია", "ლამაზმანები"და "ადამიანი-ობობა-3", თავი ჩამოიხრჩო 2009 წლის 28 მაისს, მსახიობი 28 წლის იყო.

image



15-იგორ სორინი, -პოეტი, მუსიკოსი, ჯგუფ "Иванушки International"-ის წევრი, ლეგენდარული ჰიტის "Тучи"-ის შემსრულებელი.

1998 წლის 1 სექტემბერს იგორი საკუთარი სახლის მე-6 სართულის აივნიდან გადმოხტა 29 წლის ასაკში.

image

0
1003
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1003
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0