x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
"დიდი ხანია ვაპირებდი და მერიდებოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვაქვეყნო„ - ამირან სალუქვაძე

image


დიდი ხანია ვაპირებდი და მერიდებოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვაქვეყნო სოციალურ ქსელში ურთიერთობის წესები, ნორმები თუ ეთიკა, რომელიც ეხება მხოლოდ ჩემს სივრცეს, ჩემს ველს (პროფილს, გვერდებს, ჯგუფებს).

აქ ყველა ფბ-მეგობარს აღვიქვამ, მივიჩნევ მეგობრად

მივიჩნევ მეგობრად მანამ, სანამ მისი მხრიდანაც თბილი და მეგობრული დამოკიდებულებაა.

დასანანია მეგობრის ან ნებისმიერი ადამიანის დაკარგვა, მაგრამ არც მეგობრობა, არც ურთიერთობა მისჯილი არაა.

შესაბამისად, როგორც კი ურთიერთობა, მიმოწერა, დისკუსია და ერთმანეთისადმი დამოკიდებულება სცდება ეთიკის ნორმებს ან მეგობრულ ი ურთიერთობების ნორმებს, წარმატებები სხვა სივრცეში.

რამდენიმე, საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობების სტაჟის მქონე ადამიანი უკვე ამოიშალა სიიდან, რაც დასანანია. თუმცა, მეგობრობა, სიყვარული, დისკუსია ორმხრივია. ცალმხრივს ძალადობა ჰქვია.

პატარა ბავშვთან შემიძლია განუსაზღვრელი დროით, მოთმინებით ვისაუბრო ყველა თემაზე, რომელზეც მათთვის იქნება საინტერესო ჩემთან საუბარი.

საუბარი, პოლემიკა, საინტერესოა, როცა განსხვავებული აზრია და არა როცა ერთმანეთს თავს ვუქნევთ.

ზუსტად ეს მხიბლავს.

მაგრამ, განსხვავებული აზრის გამოთქმას სჭირდება უნარი და არ უნდა გაღიზიანებდეს არც სხვისი საწინააღმდეგო პოზიცია, არც შენს აზრს უნდა თვლიდე ერთადერთ ჭეშმარიტებად.

მიუღებელია დისკუსიისას უპატივცემულო დამოკიდებულება. აღარ ვპატიობ.

აღარ ვარ იმ ასაკში, რომ ან უაზრო ბჟუტურზე დრო, ან ვინმეს გამოხტომებზე ასე ძვირფასი ნერვული უჯრედები ვხარჯო.

ადამიანი მთლად უაზრობას რომ წერდეს/ამბობდეს, არ ვაკადრებ უტაქტობას, აღარც სხვისგან ვიღებ. არც გარჩევებს ვუწყობ.

უპატივცემულობა, ჩემს ან ჩემს სივრცეში სხვის მიმართ, ნებისმიერი ფორმით, ისჯება ბლოკით, გაფრთხილების შემდეგ, რა თქმა უნდა. თუმცა, უტაქტიბას გააჩნია.

კომენტარებისას მიუღებელია უხამსი სიტყვები, იმის მიუხედავად, მტერს ეხება თუ მოყვარეს.

რასაც სუფრასთან, ბავშვთან, დედასთან არ უნდა ვამბობდეთ, ნურც აქ დავწერთ, იგივე ადამიანები, ჩვენი ან სხვისი დები და შვილები, შემოდიან დანკითხულობენ.

პირველ ჯერზე კომენტარი იშლება, მეორეზე მომხმარებელს წვდომა ეზღუდება.

იგივე წესები ვრცელდება ჯგუფებსა და გვერდებზე.

ფეიკ ან გაურკვეველი წარმომავლობის გვერდების მიერ გაკეთებული ჩანაწერები, კომენტარები, ყველა სივრცეში იშლება, მომხმარებელი იბლოკება.

მესენჯერით მიმოწერისას (ასევე კომენტირებისას) ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი თხოვნაა:
- ტექსტი მთლიანად დაწერეთ და ისე გამოგზავნეთ და არა თითო სიტყვა ან სმაილი ჩალ-ცალკე
- წარმოიდგინეთ თქვენ გწერთ ერთდროულად რამდენიმე ადამიანი და ყოველ სიტყვას ან მოკლე ფრაზას სათითაოდ აგზავნის... რა დღეშია მესენჯერი...
- თუ უცებ ვერ გიპასუხეთ, კითხვის ნიშნების მოყრა არ შველის, ან საჭესთან ვარ, ან მძინავს (ხშირად მწერენ ღამის 2, 3, 4 საათზე...). აუცილებლად გიპასუხებთ კითხვის ნიშნის გარეშეც
- სმაილი, სმაილი, სმაილი... მესენჯერში, დამღლელია.
- წერეთ, თუ გაქვთ საშუალება (ვიმეორებ, თუ გაქვთბტექნიკურად ამის საშუალება), ქართული შრიფტით. ძალიან დამღლელია ლათინურის კითხვა, განსაკუთრებით ვისაც აღარ აქვა 100% მხედველობა. საშინელებაა, როცა ლათინურით წერია და, ამავე დროს, შეცდომებით. ისე, გიცდიათ ქაეთული შრიფტით ინგლისურად ან რუსულად წერა? სცადეთ, იხალისებთ. ზოგს გადართვა ეზარება და ჩვენ რა დავაშავეთ? ისეთი ლამაზი და უძველესი ანბანი გვაქვს...

ეს ბოლო უბრალოდ მივაწერე. მთავარი ამ პოსტში რაც მანამდე დავწერე ისაა.

მესმის, რომ საზოგადოება დაძაბულია.

ადამიანები, სოცქსელში, მიეჩვივნენ დაუფიქრებელ, უხეშ კომენტარებს, ქილიკს, ლანძღვას...

მაგრამ ლამაზი ურთიერთობები არავის აუკრძალავს.

ცხოვრება წამია, ჰა, ჰა, წუთი...
გავატაროთ ერთმანეთის პატივისცემაში.

.ამ პოსტს ნუ მიიღებთ ცუდად. მისი მიზანია ერთმანეთის გაფრთხილება და პატივისცემა.
image
0
95
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0