x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ახლა კი ვხვდები ასე მწარედ რატომ იბრძოდი ეს როლი რომ ჩემი ყოფილიყო - ქრისტინე იმედაძე
image

57 წლის ასაკ­ში რე­ჟი­სო­რი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. რე­ჟი­სო­რი თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ბა­დუ­რაშ­ვი­ლი გუ­შინ ღა­მით კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.


მომღერალი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


საკმაოდ დიდი გოგო ვარ და ვფიქრობდი, რომ ყველანაირი დაბადების დღე მქონია... მეჯლისი გამიმართავს კოსტუმირებული, ჩემ საყვარელ ქალაქებშიც შევხვედრილვარ ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად, სახლში ვიწრო წრეშიც, დიდ სახლში ფართო წრეშიც, სევდიანი დაბადების დღეც მქონია ... მერე რა?..
ყველაფერი ხდება ცხოვრებაში...
დაუნდობელია ეს ცხოვრება...
რაც მეტ დაბადების დღეს ითვლის მით უფრო მეტი ადამიანი აკლდება "ზეიმს" როგორიც არ უნდა იყოს ის... (ზეიმი)


წელს ზეიმი არ დამიგეგმავს თუმცა ზეიმზე მეტი იყო ის რაც დავგეგმე ჩემ უსაყვარლეს მეგობრებთან ერთად... უფრო დიდი ზეიმი წინ გვქონდა როცა დავბრუნდებოდით....
მე და ნინი ...
- შენ და ნინი უნდა გადაგიღოთ ფილმში!
ეს ფრაზა რამდენი წელი ვისმინე, ხუმრობის საგნადაც იქცა.
თითქმის სამ წლიანი მზადების, ნერვიულობის და ნაშრომის შედეგის ხილვამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი ...
ბავშვობის ოცნების ასრულებამდე სულ ცოტა დრო ... Erekle Badurashvili ერეკლიკო შენ თვითონ მომიფიქრე ეს ოცნება ჩემით არ დამიწყია... როგორ იბრძოდი ეს წლები ამ ოცნებისთვის ... ყველა დეტალი აქ როგორ დავტიო?..
რამდენჯერ კინაღამ დავნებდი და შენ როგორ არ მოისვენე სანამ არ გამაკეთებინე... სწორედ ამიტომ ამხელა პასუხისმგბლობა მე ჯერ არავისთვის მომიკრებია, ასეთი დამჯერი მე ჯერ არასდროს ვყოფილვარ.... შენი მჯერა და იმიტომ... ახლა კი ვხვდები ასე მწარედ რატომ იბრძოდი ეს როლი რომ ჩემი ყოფილიყო, ბავშვობის დანაპირების ასრულება უნდა მოგეწრო თურმე, მაგრამ შენ რა იცოდი? რა იცოდი რომ მოსასწრებია? ამდენი წინააღმდეგობა რომ შეგვხვდა - სხვა დროს გადამიღებ ახლა იყოს ასე- ამას რომ გეუბნებოდი რატომ მწარდებოდი ასე თურმე...სხვა დრო არ იქნებაო რატომ დაიჩემე?!

ამდენი ქება ჩემთვის ჯერ არავის გაუმეტებია... მეგონა უბრალოდ მამხნევებდი
ახლა ვდგავარ და უშენოდ, სხვებისგან ვისმენ რამდენისთვის მოგიყოლია ჩემი კარგობა ... თურმე მართლა მაქებდი...
ნეტა რა გადამიღე? რა ვქენი ამისთანა? რით დავიმსახურე? გული არ მითბენს გავიგო და აქვე გული მეხლიჩება უშენოდ როგორ ვიხილო...
მე არ მინახავს დიდი რეჟისორები მსახიობებთან როგორ მუშაობენ მაგრამ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ვიცი უკვე ....
ორი სცენა დამრჩა ერეკლიკო
მივალ გადაღებაზე, მახსოვს როგორც გინდოდა და გავაკეთებ...

წელს არ მომილოცე დაბადების დღე და ძალიან მეწყინა... ასე დიდი ხანია არაფერი მწყენია...
ჰო და დავბრუნდი და მე თვითონ მოვედი შენ სახლში

მე შენი შვილი ავირჩიე საუკეთესო მეგობრად თუ ერთმანეთი ავირჩიეთ არ ვიცი .... ბევრი წლის წინ მოხდა ეს..
მაშინ არ ვიცოდით რომ ამდენს გადავიტანდით ერთად.... 2019 წლის 26 მარტს, რომ მის გარეშე არ გავატარებდი მოსალოდნელი იყო რა თქმა უნდა მაგრამ 25 -ში რისი მომსწრეც გავხდი ამას ვერასდროს ვერ და არ წარმოვიდგენდი!
ამ დღეს ასე შორს შენგან ჩემს გამო იყო... მაპატიე ეს ...
მე არ ვიცი კარგი მეგობრობის საზღვარი სად იწყება და სად სრულდება... არც ის ვიცი მე როგორ გამომდის... შენგან ვიცი რომ ნინისთვის კარგი მეგობარი ვარ და ამაშიც გენდობი... ამაშიც უზენაეს პასუხისმგებლობას გპირდები სიცოცხლის ბოლომდე...
ირმას არასდროს ჩემთვის არ უთქვამს და გუშინ შემთხვევით მოვისმინე ლალის რაც მოუყვა ... შენი ნათქვამი ჩემ ადამიანობაზე, მე და ნინის მეგობრობაზე... მადლობა რომ ასე მაკვირდებოდი, რომ ასე ჩაწვდი ჩემ სამყაროს.... მადლობა რომ ასე გიყვარდი, ასე მენდობოდი და მანდობდი შენს უსაყვარლეს გოგოს.
-ჩემი ნინი, ჩემი ელენიკო, ჩემი ნინი, ჩემი ელენიკო... ხო ხო შენი ნინი და შენი ელენიკო ... ჩემიც ერეკლიკო ჩემიც ...
ასე შორს შენგან ჩემ გამო იყო მაპატიე ეს ....

დაბადების დღის მოლოცვისთვის მადლობა მინდოდა დამეწერა მეგობრებო....
სულ სხვანირი იქნებოდა ეს პოსტი ...
სევდიანი დაბადების დღეც მქონია... მერე?... თქვენ ხომ ეს არ გაგიგიათ... მომიტევეთ ეს სევდიანი მადლობა სხვაგვარად არ გამომივიდა ...

Nini Badurashvili მადლობა რომ ჩემი მეგობარი ხარ ???? მეგობარზე მეტი ...
არ მიწყინო ეს წერილი შენ იცი რომ სახალხოდ ასე არ მჩვევია...მაგრამ სხვაგვარად მართლა არ გამომივიდაimage

0
370
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0