x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"გულის რევა მჭირს ამ მარაზმზე...აღარ მუშაობს,თქვე ტვინდაბნელებულებო, აღარ..."
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პირადი კადრების გავრცელების თემასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს ვინც ამას კვლავ აგრძელებენ.


როგორც გირგოლია წერს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება უკვე აღარ მუშაობს.


"უკვე კი აღარ ვბრაზდები, გულის რევა მჭირს ამ მარაზმზე, როგორ უტვირთავენ ადამიანებს პირადი ცხოვრების კადრებს. აღარ მუშაობს, თქვე ტვინდაბნელებულებო, აღარ, ეგეთი ანგარიშსწორება! შეუშვით მაგ თავებში, ვინც ამას აკეთებთ!"- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


აღნიშნულ პოსტს ჟურნალისტის გვერდზე უამრავი გამოხმაურება აქვს და უკლებლივ ყველა ადამიანი გმობს ამ სისაძაგლეს და ერთხმად თანხმდებიან, რომ აღნიშნული ქმედება უკვე "გულისამრევია".



ასევე გაბრაზებას არ მალავს მამა ანთიმოზი (თამაზ ბიჩინაშვილი) და საკმაოდ გულმოსული მიმართავს იმ ადამიანებს, ვინც " ამ სისაძაგლეებს" აკეთებს.


"ვინც ამ საძაგლობას აკეთებს, თავიანთ ბოზ მამიდებს მიხედონ.მეც გული მერევა ამ ზევსიანურ პორნოგრფიაზე"


ცნობისთვის, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში ისევ გავრცელდა.


გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ფარული კადრების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მიიღო.


როგორც ელისო კილაძე ამბობს, მან ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაუწერა კომენტარი, რომ ბესელიას კადრები ისევ გავრცელდა და სთხოვდა, რომ რეაგირება მოეხდინა. კილაძის თქმით, Youtube-ზე მართლაც აღმოჩნდა ფარული კადრები, რის შემდეგად მან დარეკა 112-ში, ოქმი შეადგინეს და გამოკითხვაზე დაიბარეს.


imageimage


0
807
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
807
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0