x
image
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ აქვს ვარგისიანობის ვადა მზის სათვალეს, ოთახის ჩუსტებს, ბალიშებს, პირსახოცს და ა.შ.  

image



თითქმის ყველა ნივთს აქვს საკუთარი ვარგისიანობის ვადა. ზოგჯერ ეს არც კი ვიცით და ვაგრძელებთ მათ გამოყენებას. თუმცა, ეს უსაფრთხო შეიძლება არც კი იყოს!


გაგაცნობთ 15 ნივთს, რომლებსაც აქვთ ვარგისიანობის ვადა და ჩვენ ეს არ ვიცოდით!


დენის ქსელური მცველები, სტაბილიზატორები და დამაგრძელებლები - 2 წელი

image


ისინი გათვლილი არიან იმ გარკვეული რაოდენობის ჯოულზე, რისი გატარებაც შეუძლიათ. ამის შემდეგ დამაგრძელებლები და ქსელური დამცველებიმწყობრიდან გამოსვლას იწყებენ. ასევე გასათვლისწინებელია ის ფაქტი, რომ იაფფასიანი დამაგრძელებლების ძლიერ დატვირთვა რეკომენდირებული არაა, რადგან მარტივად შეუძლიათ გადაიწვან, გაშავდნენ და დალღვნენ.



წყალბადის ზეჟანგი - 2 თვე



image


დახურული სახით ორ წელზე მეტი არ ინახება, ხოლო გახსნილი მხოლოდ ორი თვე. წყალბადის მოლეკულა Н2О2 ძალიან არასტაბილურია, ამიტომ შენახული უნდა იყოს მხოლოდ თავდახურული და ბნელ ადგილზე. სინათლის ზემოქმედებით იშლება წყლადბადად და ჟანგბადად და სრულიად უსარგებლო ხდება.





სპორტული ფეხსაცმელი - 6 თვე



სპორტული ფეხსაცმელი სირბილისას საჭირო თვისებას კარგავენ 500 კმ-ის შემდეგ, ესე იგი აღარ ასრულებენ თავის მთავრ ფუნქციას - შეამცირონ დატვირთვა სახსრებზე. სხვა სპორტულ ფეხსაცმელებს კი სწრაფად უცვდებათ ლანჩები და საფენები. ისინი ცუდად ახდენენ ტენის ადსორბირებას და უბრალოდ არაჰიგიენური ხდებიან. მათ, ვინ პროფესიონალურად მისდევენ სპორტს და ყოველ დღე ვარჯიშობენ, წელიწადში შეუძლიათ ათი წყვილი ფეხსაცმელი გაცვითონ.




ჩაის ერთჯერადი პაკეტები - 6 თვე




image

ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაშიც კი ჩაის პაკეტები 6 თვის შემდეგ უვარგისი ხდებიან ჩაის ფოთლეიბის ამჟავების (ფერმენტაციის) გამო. შავი ჩაის შენახვა შეიძლება 9 თვემდე, მაგრამ იმდენად, რამდენადაც პაკეტების ჩაის ნედლეული წარმოადგენს იაფფასიან ჩაის, რომელშიც ჩაის მტვერიც გვხვდება, შენახვის ვადა მცირდება ექვს თვემდე.



დასაჭრელი დაფები - 3 წელი


image



ისინი ცვდებიან ტენის და ლითონის (დანის) მუდმივი ზემოქმედების გამო. დროთა განმავლობაში იფარებიან ბზარებით და ნაკაწრებით, რომლებიც ბაქტერიების გამრავლების ადგილი ხდებიან.



მზისგან დამცავი სათვალები — 2 წელი


image



როგორც ცნობილია, კარგ მზის სათვალეებზე ულტრაიისფერი სხივების დამბლოკ საფარს ადებენ. მაგრამ, ამ სხივების ზემოქმედებით ის თანდათან იწვება და აღარ იცავს თვალებს მზისგან. ზუსტი ვარგისიანობის ვადა განისაზღვრება მწარმოებლის მიერ, მაგრამ არსებობს საერთო წესებიც: მზის სათვალეების გამოცვლა რეკომენდირებულია ყოველ ორ წელიწადში.



კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი- 1 წელი და 3 თვე


imageკბილის ჯაგრისი უნდა გამოიცვალოს ყოველ სამ თვეში, რათა არ გადაიქცეს ბაქტერიების გასამრავლებელ ბუდედ. ხოლო, კბილის პასტის შენახვა შეიძლება არა უმეტეს ერთი წლისა. თუ თქვენ პატარა სამგზავრო კომპლექტი გაქვთ, გადაამოწმეთ ვადა ხომ არ გაუვიდათ უკვე.




პირსახოცი - 3 წელი



image


იმისათვის, რომ აღკვეთოთ ბაქტერიების ზრდა, პირსახოცი ხშირად უნდა გაირეცხოს– ყოველი მესამე -მეოთხე გამოყენების შემდეგ. ხშირი რეცხვისას კი ქსოვილი უბრალოდ ცვდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მაღალ ტემპერატურაზე რეცხავთ.



სავარცხელი — 1 წელი


image

იმ პირობებშიც კი, როდესაც თქვენ რეგულარულად წმენდთ და რეცხავთ სავარცხელს, მასზე მაინც გროვდება მიკრობები და ბაქტერიები. დროთა განმავლობაში ძველი სავარცხელი ქერტლის და თმებთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს.




მაკიაჟის ფუნჯების და ღრუბელის - 5 წელი და 6 თვე




ისინი რეგულარულად არა მხოლოდ უნდა გარეცხოთ, არამედ უნდა შეცვალოთ ყოველ ხუთ წელიწადში. ფუნჯი მაშინაც უნდა გამოიცვალოს, თუ კანზე გამონაყარი გაჩნდა. ცნობილია, რომ კანზე არსებული სხვადასხვა ანთებების მიზეზების 30 % სხვადასხვა ფუნჯები და ტონალური კრემების ღრუბლებია.



ბიუსტჰალტერი - 2 წელი



image


1, 5 - 2 წლის შემდეგ ბიუსტჰალტერი ფორმას კარგავს, იწელება და აღარ იკავებს მკერდს. თუ თქვენი მკერდი დიდია, ეს ცოტა ადრეც შეიძლება მოხდეს. ბიუსტჰალტერი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოცვალოთ – როგორც კი გაიჭიმება სარტყელი და ბოლო კაუჭზე იწყებთ შეკვრას და ფორმას მაინც ვეღარ იკავებს.






ოთახის ჩუსტები -6 თვე



საშინაო ჩუსტები გვემსახურება არა უმეტეს ექვსი თვისა, შემდეგ ის ბაქტერიების და სოკოების გამრავლების ხელსაყრელ გარემოდ იქცევიან.




ბალიშები - 2, 3 წელი



ბალიშის შიგთავსის ტიპისგან დამოუკიდებლად ბალიში ფორმას კარგავს 2-3 წლის შემდეგ. გარდა ამისა, მასში ჩნდება მტვერის რწყილები და მრავლდებიან ბაქტერიები. ჯანმრთელი ძილი ხომ უფრო მნიშვნელოვანია.



საბანი - 7 წელი



საბნების შემთხვევაშიც იგივე ხდება. მაგრამ ხმარების ვადა ოდნავ მეტია - 7-დან 10 წლამდე, იმის მიხედვით, თუ რამდენად სწორად უვლით მათ.



ლეიბები - 8 – 10 წელი



საბანთან ერთად შეგიძლიათ ახალი ლეიბიც შეიძინოთ, რადგან ხმარების ვადა მასაც დაახლაობით ისეთივე აქვს. იმისათვის რომ უფრო ხანგრძლივად გამოიყენოთ, რეკომენდირებულია ლეიბი გადააბრუნოთ ყოველ ექვს თვეში ერთხელ და რეგულარულად გაწმინდოთ მტვერსასრუტით.

იხილეთ ასევე:

გრძნობები და აზრები გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს კარმასთან - წერს Stiri Actuale. სამწუხაროდ, ადამიანები უფრო ხშირად გადმოსცემენ უარყოფით ემოციებს და იმიტომ, რომ გაცილებით მარტივია, არაფერი მოიმოქმედო და რაც მოხდა, გარემოებებს გადააბრალო, ვიდრე გადაილახო წინააღმდეგობები

შეამოწმეთ _ გაგთვალეს თუ ჯადო გაქვთ გაკეთებული! გარშემო ძალიან ბევრი ნეგატივია - სამსახურში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში და სახლშიც კი, წერს пишет Awereness Act. ის გადმოდის გამვლელებიდან, თანამშრომლებიდან, კლასელებიდან და მეგობრებიდანაც კი. მათმა სიბრაზემ და სიძულვილმა შესაძლოა თქვენი დ...

მოაშორეთ ეკრანს თქვენი გაუპარსავი მამაკაცები. ჩვენ ვისაუბრებთ ფეხების გაპარსვაზე. მაშ ასე, იმისათვის რომ იდეალურად გლუვი კანი დიდხანს შევინარჩუნოთ, როდისაა უმჯობესი ფეხების გაპარსვა? დილით? საღამოს? აბაზანის შემდეგ? თუ მაშინ, თავისუფალი წუთები როცა გვაქვს? ბრიტანელმა გაპარსვის -სწავლულ...

მაშინ როდესაც ეკლესია განიკითხავდა ბავშვების არყოლის სურვილს და სწორად ითვლებოდა იმდენი მშობიარობა, რამდენსაც ღმერთი მისცემდა, საინტერესოა კონტრაცეპციასთნ მაშინდელი დამოკიდებულება. რისი სწამდათ ძველ რუსეთში, რა იცოდნენ ანატომიის შესახებ და როგორ ეპყრობოდნენ ქალის სხეულს?

0
438
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0