x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კონორ მაკგრეგორმა შერეული სტილის ორთაბრძოლებში კარიერის შეწყვეტაზე და "პენსიაზე" გასვლაზე განცხადება გააკეთა

image დღეს დილით ცნობილმა ირლანდიელმა, შერეული სტილის მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა განცხადება გააკეთა, რომ ის ოქტაგონს დაემშვიდობა და "პენსიაზე" გავიდა.
მაღალი კლასის მებრძოლებში ამგვარი განცხადებები ხშირია, მაგრამ არავინ იცის უკვე სახელმოხვეჭილმა მებრძოლმა რამდენად სერიოზულად განაცხადა სპორტიდან წასვლაზე.
მაკგრეგორმა განცხადება კარიერის შეწყვეტის თაობაზე "Twitter"-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა. ჯერ არც მაკგრეგორის პრესსამსახურს და არც მის პრომოუტერს არ გაუკეთებიათ განცხადება ამის თაობაზე და შესაბამისად დაზუსტებული ინფორმაცია არ გავრცელებულა თუ რა მიზეზით წყვეტს ცნობილი მებრძოლი ოქტაგონზე გამოსვლას.
დაღესტნელ ჰაბიბ ნურმაგომედოვთან წაგების მერე მომხდარი ჩხუბის გამო კონორს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, რომელიც აპრილის თვეში უმთავრდებოდა და მებრძოლს შეეძლო გამოსულიყო ოქტაგონზე.
"გამარჯობა ბიჭებო. მე მინდა გავაკეთო სწრაფი განცხადება. მე გადავწყვიტე დავამთავრო ჩემი კარიერა სპორტში, რომელსაც ფორმალურად შერეული სტილი ჰქვია. დღეიდან მე არ ვითვლები მოქმედ მებრძოლად. ჩემს ძველ კოლეგებს ვუსურვებ წარმატებებს მომავალ შეხვედრებში. მე უკვე მშვიდად შევუერთდები ჩემს ყოფილ მოწინააღმდეგეებს უკვე "პენსიაში" გასული"-ასეთი განცხადება გააკეთა ცნობილმა მებრძოლმა "Twitter"-ის საკუთარ გვერდზე.
image
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მართლა მიდის აქტიური სპორტიდან ეს სახელმოხვეჭილი და ტიტულოვანი მებრძოლი თუ როგორც ხშირად ხდება ასეთი კლასის მებრძოლებში, ეს მხოლოდ განცხადება იყო ინტრიგისათვის.
imageimage



1
63
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
63
  
2019, 3 აპრილი, 4:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1