x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
პენსიონერმა გადაწყვიტა ბავშვებს პნევმატური იარაღით გასწორებოდა

image
ქალაქ დანკოვში პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მოხუცი, რომელიც ცდილობდა, ბავშვებისთვის პნევმატური იარაღი ესროლა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება სამართალდამცველი ორგანოების პრესსამსახურზე დაყრდნობით. სროლის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა, თუმცა ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეს ყველაფერი სამშაბათს ღამით მოხდა. 70 წლის ქალაქის მკვიდრი აივანზე გამოვიდა და ეზოში სათამაშოდ ჩასულ ბავშვებს პნევმატური იარაღით სროლა დაუწყო.

შედეგად, ტყვია მოხვდა ერთ-ერთ ბიჭს და რბილი ქსოვილები დაუზიანდა. ექიმებმა ტყვია ამოიღეს და ფრთხილად გაუკერეს ჭრილობა.მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

0
87
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0