x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროს მერი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება
image


ისრაელში გრძელდება ქართული დელეგაციის ვიზიტი პარტნიორი ასოციაციების მიერ გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე. ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიც.


ოფიციალური ცნობით, 25-28 მარტს, ქალაქ ეილატში იმართება ისრაელის მუნიციპალიტეტების ფინანსისტთა ყრილობა, რომელსაც ესწრებიან საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ხოსრუაშვილი, ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი დავით ჭანტურია, თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი.


ყრილობის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები ისრაელის, ამერიკის და ჩინეთის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის მოდელები, მოხდა კულტურის, განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა და გამოცდილებების გაზიარება.



imageimageimage


0
22
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0