x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
12 დამაინტრიგებელი დასაწყისი თრილერის მოყვარულებისთვის ანუ წიგნი წიგნებზე

დღევანდელ ქაოსურ რეჟიმში მცხოვრები თანამედროვე ადამიანისათვის წიგნის კითხვა ერთგვარი განტვირთვის საშუალებაა. ბევრი ჩვენგანი არჩევს თავისუფალი დროის გატარებას საყვარელი წიგნის პერსონაჟებთან ერთად.

თითოეული ჩვენგანის ინტერესები განსხვავებულია - ზოგი მგრძნობიარე, რომანტიკული ნატურა რომანების კითხვით ამჯობინებს თავის შექცევას, ზოგს ფანტასტიკის ჟანრი იტაცებს, ზოგსაც თრილერის დაძაბული, მძაფრი სიუჟეტი ხიბლავს.

საშიში, ჩახლართული ისტორიები და მისტიკა, რომელიც თრილერის ჟანრის წიგნებს გასდევს, გვაინტრიგებს და ინტერესს გვიმძაფრებს. თითოეული გვერდი თითქოს გზაა მოულოდნელ ფინიშამდე, რომელსაც დიდი მოლოდინით ვუახლოვდებით.

image


მძაფრი შეგრძნებების მოყვარული მკითხველისათვის გამომცემლობა „პალიტრა L-ს“ სასიამოვნო სიახლე აქვს. იგი გვთავაზობს წიგნ - თრეილერს, ერთგვარ კატალოგს, რომელიც თრილერის მოყვარულებს არჩევანის გაკეთებას უმარტივებს.

წიგნი-კატალოგი მკითხველს, საშუალებას აძლევს, აარჩიოს სასურველი წიგნი „ტოპ თრილერის“ სერიიდან და შეიძინოს იგი ფასდაკლებით. კატალოგში წარმოდგენილია სერია „ტოპ თრილერის“ 12 წიგნის დასაწყისი რამდენიმე თავი და რაც მთავარია, ამ თორმეტივე თრილერის ფასდაკლების კუპონი.

აქ შედის ისეთი ჩამთრევი და დაძაბული სიუჟეტის მქონე წიგნები, როგორებიცაა გილიან ფლინის „გაუჩინარებული ქალი“; უოტსონის „სანამ დავიძინებ“; ასევე, სტივენ კინგის, იუ ნესბოსა და რობერტ გელბრეითის, იგივე ჯოან როულინგის თრილერები.

image

იმისთვის, რომ სასურველი წიგნები ფასდაკლებით შეიძინოთ, საკმარისია ამოჭრათ კუპონი და წარადგინოთ წიგნის მაღაზიაში.

თრილერის მოყვარული მკითხველებისთვის ეს კატალოგი საკუთარი თავისთვის გაკეთებული საუკეთესო საჩუქარია. მით უმეტეს, რომ წიგნში შესული ფასდაკლების კუპონების გაზიარება მეგობრებისთვისაც შესაძლებელია.

0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0