x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა+მალხაზ კობაურის აღიარებითი ჩვენების ვიდეომასალა
image

გორში დასრულდა მალხაზ კობაურის სასამართლო, რომელიც სმიტების ოჯახზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის და გაუპატიურებისთვის იყო ბრალდებული.


ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური ერთხმად ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ“, მეორე ნაწილის “ბ“ და მესამე ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.


ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:




"ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი, რომელზეც მსხვერპლის და ბრალდებულის დნმ იქნა აღმოჩენილი.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 ივლისს, შუადღის საათებში, მალხაზ კობაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლა რ.ს., რის შემდეგაც იარაღი თავზე მიაბჯინა მის 4 წლის შვილს, ქ.ს.-ს და ისე გაისროლა მისი მიმართულებით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მან ძალადობის გზით სექსუალური კონტაქტი დაამყარა ლ.ს.-თან, ხოლო შემდეგ წყალში დაახრჩო. მომხდარიდან რამდენიმე დღეში სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცველებმა მალხაზ კობაური დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ შეუფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა. "
სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული მალხაზ კობაურის სასჯელის ზომის გამოცხადების დროს ბრალდებულის დედა და დეიდა შეუძლოდ გახდნენ.
image



1
252
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
252
  
2019, 30 მარტი, 17:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1