x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დედოფლისწყაროში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობას 300 000 ლარი მოხმარდება
image


წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ დედოფლისწყაროს მერიაში აცხადებენ. არსებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 293 378 ლარია და მშენებლობა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში სასწრაფო დახმარების სამსახური განთავსდება. სამსახური მაღალი გამავლობის ახალი ავტომობილებით 2015 წელს აღიჭურვა.


საკითხი განსახილველად უკვე გაიტანეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 მარტის სხდომაზე. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, აღნიშნული თანხა აისახა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში.


როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, 2019 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 40 ახალი ცენტრი აშენდება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები სრულად იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა შეიქმნება.



„ამ დროისთვის, არსებული ეკიპაჟები სრულად უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. ახალი ცენტრების აშენება კი, სწორედ ამ პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, გადაუდებელი დახმარების ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის, “ - განმარტეს ცენტრის პრესსამსახურში.


2018 წელს ახალ შენობებში უკვე განთავსდა ჩოხატაურის, ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხისა და თელავის რაიონული სამსახურები.


image


0
53
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0