x
ჩვენი ძვირფასი ვირტუალური სამყარო
მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ ამასთან დაკავშირებით. თქვენთვის კარგად ცნობილია ე.წ. ვირტუალური სამყარო, სადაც ადამიანები ამყარებენ ვირტუალურ ურთიერთობებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება გადაიზარდოს რეალურ სამყაროში.

არსებობს უამრავი კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ინტერნეტში არსებულ სხვადასხვა საიტებზე ეცნობიან და იცნობენ საპირისპირო ან თუნდაც იგივე სქესის წარმომადგენლებს (სირცხვილი უკვე აღარაფერია) ერთი ღამისთვის ან ხანმოკლე და ასევე სერიოზული (ოჯახის შექმნის მიზნით) ურთიერთობისთვის.

პირველ რიგში მოგახსენებთ მამრობითი სქესის წარმომადგენლებზე. ჩემი დაკვირვებებით შემიძლია ვთქვა ის, რომ უმრავლესობა მამაკაცებისა ძირითადად გასართობად წერენ გოგოებს, ნუ ამ შემთხვევაში გართობას ვგულისხმობ, როგორც ურთიერთობას მხოლოდ სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

არსებობს მეორე კატეგორიაც, რომლებსაც უნდათ ისეთი პარტნიორის გაცნობა, რომლის გვერდზეც თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაკავდებიან სექსითაც და ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ მობეზრდებათ ერთმანეთი.


არსებობს მესამე კატეგორიაც, რომლებსაც სურთ გაიცნონ ფიზიკურადაც ლამაზი და ასევე ჭკვიანი მანდილოსანი ნუ რა თქმა უნდა სექსიც არ უნდა იყოს გამორიცხული.

არსებობს მეოთხე კატეგორია მამაკაცებისა, რომლებიც ეძებენ თავიანთ მეგზურს ცხოვრებაში. ესენი შეიძლება იყვნენ როგორც დასაოჯახებელი ასევე მეუღლეს გაშორებული მამაკაცები ე.წ "ნაცოლარები".

ყველა ამ შემთხვევაში უმრავლესობა იმდენად გაუნათლებელი და გაუგებარია, რომ მდედრობით სქესში ყველა ერთნაირი ჰგონიათ, ყველას ერთ კონტექსტში მოიხსენიებენ, ვერ არჩევენ რომელია წესიერი და ნორმალურ ოჯახში აღზრდილი ნორმალურ თვისებიანი მანდილოსანი და რომელი ყველაფერზე წამსვლელი ანუ ცუდი ყოფაქცევის. ამასთანავე შეხვდებით ცოლ-სვილიან მამაკაცებს, რომლებიც ღალატობენ ცოლებს რაღაც რაღაც მოთხოვნილებების და გამო, რომლებსაც ცოლთან ვერ იკმაყოფილებენ იმიტომ, რომ მათი თქმით ცოლს ვერ ეტყვიან და ვერ გაუზიარებენ თავიანთ მოთხოვნილებებს თან ეს არაკაცური საქციელი ჰგონიათ ან კიდევ მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ზოგ-ზოგიერტები ამ კითხვაზე თუ რატომ ღალატობ ცოლს, ასე გიპასუხებენ: "ეს იგივეა, რაც ყოველ დღე ერთი და იგივე საჭმელი მიირთვაო". ეს ხომ კატასტროფაა. როდესაც ბიჭს ან კაცს მოჰყავს ცოლი, მას არავინ აძალებს გინდა თუ არა ის კონკრეტული ადამიანი მოიყვანე.ის თვითონ წყვეტს ვინც უყვარს ის მოჰყავს, მაგრამ თუ ის ადამიანი გიყვარს და მასაც ნამდვილად უყვარხარ და ხდებით ცოლ-ქმარი, არასოდე არ უნდა გერიდებოდეთ ერთმანეთის არ უნდა იყოს თქვენს შორის რაღაც შეურაცხმყოფელი, ის უფრო შეურაცხმყოფელია, როცა გღალატობს შენი საყვარელი მეუღლე.

არავაჟკაცური, არაქართული ამ სიტყვების მნისვნელობა არ იცის უმრავლესობამ, რაც საბოლოო ჯამში ცუდი შედეგით მთავრდება. აქედან გამომდინარე, იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ჯანსაღი აზროვნება გააჩნია, არა მხოლოდ ვირტუალურ, არამედ რეალურ სამყაროშიც კი.

ეს რაც შეეხებოდა კაცებს. ქალებზეც არანაკლებ ცუდი წარმოდგენა აქვს კაცებს. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ მსმენია ქალებზე, შემიძლია ცემი აზრი დავაფიქსირო. ქალებიც იყოფიან გარკვეულ კატეგორიებად: პრველი კატეგორია წარმოადგენს ქალებს, რომლებიც არიან ცუდი ყოფაქცევის ქალები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ზოგიერთის სამსახურიც ეგ არის. ამ სამსახურს თვითონვე ირჩევენ სამწუხაროდ მათ არაფერი სხვა არ აინტერესებთ ცხოვრებაში. ის, რომ ამბობენ "სხვა გამოსავალი არ მქონდა" ეგ ძალიან დიდი სისულელეა, ნუ ეს მხოლოდ ჩემი აზრია, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და თვიტონ ირჩევს ამ გზას.

რაც შეეხება მეორე კატეგორიას. მათ წარმოადგენს ქალების ის რიცხვი, რომელთაც მხოლოდ ვირტუალური სამყარო იზიდავთ ( დამავიწყდა კაცებიც მომეხსენებინა ასეთ კატეგორიაში). ისინი ყველაფერს კადრულობენ მხოლოდ ვიდეო თვალით და მიწერ მოწერით, ისინი მხოლოდ ასე თუ განიცდიან სიამოვნებას (ძალიან სასაცილოა, მაგრამ რას ვიზამთ)

მესამე კატეგორიას მიეკუთვნებიან ქალები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მდიდრებს ეცნობიან, მათ აინტერესებტ ფული, ძალაუფლება და არა თვითონ ადამიანი.

არიან ასევე ნორმალური მანდილოსნებიც, სარად მოაზროვნე და ჩამოყალიბებული, რომლებსაც ხშირ სემთხვევაში სხვა კატეგორიის წარმომადგენლებთან მოიხსენიებენ (სამწუხაროა, მაგრამ ასეა)

რაც შეეხება განათლებას როგორც კაცებში, ასევე ქალებშიც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. განათლებაში არ იგულისხმება ის, რომ მაინც და მაინც კემბრიჯის უნივერსიტეტი უნდა ჰქონდეს დამთავრებული. განათლებაში ისიც იგულისხმება ტუ როგორ საუბრობს, როგორ ესაუბრება მანდილოსანს და პირიქით მანდილოსანი მამაკაცს, როგორ აზროვნებს, რითია დაინტერესებული და ა.შ.

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ყველგან არსებობენ ცუდები და კარგები, მატყუარები და სამართლიანები, უზრდელი და ზრდილობიანი ადამიანები, განათლებული და გაუნათლებელი, მშრომელი და უსაქმური და სხვა. უბრალოდ გარჩევა უნდა ვიცოდეთ ადამიანების და ერთ ქვაბში არ უნდა ვხარშავდეთ ყველას ეგ არის და ეგ.

მადლობა დრო რომ გამონახე და წაიკითხე. შეგიძლია შენი აზრიც დააფიქსირო კომენტარებში :)

1
100
1-ს მოსწონს
ავტორი:kato7
kato7
100
  
2012, 24 ივლისი, 18:27
არ მესმის ადამიანი საკვებს როგორ უნდა შეადარო, ადამიანს თვისებები, გრძნობები და ღირსება გაჩნია ის კი არა უსულო საკვები ან ხეე, მუხა... :D ასეთ შედარებას გაუნათლებელი თუ გაკეთებს..///რაც შეხება ვირტ სამყაროს, ბევრს უადვილდება აქ ნამდვილი სახის დამალვა ნიღბის ქვეშ, ზოგი კი ისეთია როგორიც არის რაა, მისი შინაგანი სამყარო ჩანს.
0 1 1