x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ეს ადამიანი არის კრიმინალი...ემუქრება ახალგაზრდა ბავშვებს, ბიჭებსა და გოგონებს..."
მომღერალი მარკუს მეტრეველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ფეისბუქში მისი ყალბი ანგარიშის დაბლოკვას ითხოვს.


მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის სახელს ბოროტად იყენებენ და ფეიკ ექაუნთინთით, ასეულობით ადამიანს, მათშორის არასრულწლოვანებს სხვადასხვა შინაარსის შეტყობინებებს წერენ.


"მივმართავ თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაბლოკოთ და აღკვეთოთ ამ უსაქმური პიროვნების ბოროტი განძრახვები!!!! ემუქრება ახალგაზრდა ბავშვებს, ბიჭებსა და გოგონებს, ასობით ადამიანს სწერს ჩემი სახელით ბინძურ მესიჯებს და ბინძური განძრახვებით ემუქრება მათ!!! იბრალებს და ატყუებს ასობით ადამიანს რომ თვითონ არის "მარკუს მეტრეველი" ეს არის დანაშაული, ეს ადამიანი არის კრიმინალი. ადამიანებს ხვდება ჩემი სახელის გამოყენებით და პატარა ბავშვების ნდობას საშინლად იყენებს!!! მეგობრებო ძალიან გთხოვთ ასობით მონაწერი მაქვს თქვენი ამას ნამდვილად არ დავუთმობდი დროს თქვენ რომ არ გეთხოვათ!!!


ვიმეორებ ეს დეგრადირებული პიროვნება და ხორცის მასა, არის მლიქვნელი რომელიც თვენი ნდობით სარგებლობს!!! არ დაუჯეროთ მე მაქვს მხოლოდ ერთი ოფიციალური გვერდი!!! გთხოვთ დაარეპორტეთ!!! მომიტევეთ თუ ჩემს კომენტარში შეინიშება აგრესია. მადლობა წინასწარ!!!"- წერს მარკუს მეტრეველი.



image


image



0
213
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0