x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
განათლება, ის, რაც თრილერის მოყვარულებსა და პოტერჰედებს აერთიანებთ - ჯოან როულინგის ახალი თარგმანის პრეზენტაცია
image
28 მარტს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ (თბილისი, კანდელაკის #7) რობერტ გელბრეითის ანუ ჯოან როულინგის ახალი წიგნის - „ბოროტების სამსახურში“ წარდგენა გაიმართება. წიგნს ტელეჟურნალისტი, მარიამ ჯანელიძე წარადგენს.

თრილერულ საღამოზე სტუმრები ჰარი პოტერის ავტორის კრიმინალურ მხარეს გაეცნობიან. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ უკვე გამოსცა გელბრეითის „გუგულის ძახილი“ და „აბრეშუმის ჭია“, რომლებსაც ქართველი მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ღონისძიებაზე მწერალი და ტელეწამყვანი სანდრო ლორთქიფანიძე და მწერალი და სცენარისტი, ტორესა მოსი გელბრეითის ამ გამოცემებზეც ისაუბრებენ.

ქართველი მკითხველისთვის რობერტ გელბრეითი უკვე კარგად ცნობილი ავტორია და ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტიც ცნობილია, რომ მწერალი დეტექტიურ სერიას ფსევდონიმით წერს. რობერტ გელბრეითი ლეგენდარული „ჰარი პოტერის“ ავტორის, ჯოან როულინგის ფსევდონიმია.

image


რო­უ­ლინ­გმა ტრი­ლო­გია მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლით, რო­ბერტ გელბ­რე­ი­თის ავ­ტო­რო­ბით გა­მოს­ცა. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ტრი­ლო­გი­ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის გა­მო­ცე­მი­დან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვინ იცო­და, რომ გელბ­რე­ი­თი ფსევ­დო­ნი­მია. მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ რო­უ­ლინ­გმა სრუ­ლი­ად სხვა ჟანრ­ში სცა­და ძა­ლე­ბი და ეს საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­მო­უ­ვი­და. აღ­ნიშ­ნულს ადას­ტუ­რებს წიგ­ნის გა­ყიდ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. ნა­წარ­მო­ებ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა იმ პე­რი­ოდ­ში მო­ი­პო­ვა, ვიდ­რე მისი რე­ა­ლუ­რი ავ­ტო­რი გახ­დე­ბო­და ცნო­ბი­ლი.

ლიტერატურულ საღამოზე მოსული სტუმრებისთვის „გუგულის ძახილი“, „აბრეშუმის ჭია“ და „ბოროტების სამსახურში“ 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.


იხილეთ ღონისძიება ბმულზე > > >



0
7
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0