x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451202
7 წლის ბიჭმა საკუთარი ბანკი შექმნა, ხოლო, 11 წლიდან პლანეტის გადარჩენას გეგმავს

image
ხშირად ამბობენ, რომ ბავშვები ეს მომავალია. 11 წლის ხოსე ადოლფო კიზოკალა კონდორი პერუდნ კატეგორიულად არ ეთანხმება ამ განცხადებას. ის ამბობს, რომ ბავშვები არიან დღევანდელობა და მათ შეუძლიათ სრულიად შეცვალონ მომავალი.image

როდესაც ხოსე 7 წლის იყო, მან დააფუძნა კოოპერატიულ ფინანსური ორგანიზაცი Banco del Estudiante Bartselana, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ეკონომია გასწიონ და დააკონვერტირონ ფული. ბიჭი, რომელსაც მშობლებმა ასწავლეს ფულის შენახვის გაფრთხილება, ამბობს, რომ მისი თანაკლასელები ჯიბის ფულს ტკბილეულსა და სათამაშოებზე ხარჯავდნენ, შენახვას კი არ ფიქრობდნენ. საპასუხოდ, ხოსემ შექმნა ფინანსური სისტემა, რომელიც ეხმარება ბავშვებს, არა მარტო ფულის ეკონომიაში, არამედ მსოფლიოს გადარჩენაში.

image

რა არის ძირითადი პრინციპი სისტემაში? მოსწავლეები აგროვებენ პლასტმასის ნარჩენებს: ბოთლები, ძველი ტუფლები, კონტეინერები, მიაქვთ გარკვეულ ადგილებზე და სანაცვლოდ იღებენ კრედიტს საბანკო ანგარიშებზე.

ფულის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ საწარმოში მოხდება პლასტიკატის დამუშავება და ახალი პროდუქტების გასაღების ბაზებში მიტანა. ბავშვებისათვის, ხოსემ შექმნა ფინანსური მენეჯმენტის სწავლების ეფექტური მეთოდი, ხოლო, პერუსთვის გარემოს გაწმენდის ხერხი.

image

დასაწყისში, ხოსეს კლიენტთა ბაზაში მხოლოდ 20 მოსწავლე იყო, ამჟამად, პროექტის მონაწილეთა რაოდენობამ 20 ათასს მიაღწია და მუდმივად იზრდება.

"თავდაპირველად პედაგოგები ფიქრობდნენ, რომ მე ვიყავი გიჟი და ბავშვი ამ ტიპის პროექტს ვერ დაიწყებდა." - თქვა ბიჭი პერუს გაზეთთან ინტერვიუში.

11 წლის კიზოკალმა მოზარდებს დაუმტკიცა, რომ ცდებოდნენ. პერუს კონგრესმა აღიარა ბიჭის დამსახურება და მას გადასცა ეროვნული პრიზი ეკოლოგიის კატეგორიაში. ბიჭის მიღწევებზე აღნიშნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და თვით დედოფალ ელისაბედ II- აც გააკეთა ამაზე განცხადება.

image

უნდა ითქვას, კოოპერატიული ფინანსური ორგანიზაცი Banco del Estudiante Bartselan არ არის ერთადერთი ფინანსური დაწესებულება ბავშვებისთვის მსოფლიოში. 2012 წელს ინდოეთის უსახლკარო ბავშვებმა შექმნეს ეფექტური საბანკო სისტემა. ხოსე კიზოკალას მიერ შექმნილი სისტემა სამხრეთ ამერიკაშია პირველი.

image

ბანკი, რომელმაც თავისი საქმიანობა დაიწყო, როგორც შემნახველმა ორგანიზაციამ, ახლა ბავშვებს სხვა ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს: სესხებს, კაპიტალდაბანდებებს, მიკროორგანიზაციის დაზღვევას და ფინანსურ განათლებას, რომელიც მოიცავს კურსების სერიას. ხოსე მიღწეულზე არ შეჩერდება.

იგი ამჟამად მოლაპარაკებებს მართავს პერუს უმსხვილესი ბანკის " Banco de la Nación "-ის მენეჯერთან. მოლაპარაკებების მიზანი არის ის, რომ შეიქმნას სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მის ბანკს, გააგრძელოს საქმიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ეკო ბანკში 3000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს ეკონომიკურ სისტემის ინვესტირებისა და მართვის სფეროში. ხოსე მიიჩნევს, რომ ბავშვები შეძლებენ არა მარტო მარტო ფინანსების მართვას, არამედ, მოახდენენ პლანეტის გადარჩენისთვის საჭირო ცვლილებების გენერირებას.


0
182
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0