x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451198
"შენ შავ ჩოხაში და მელანო გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ ფითქინა კაბაში.... გავქვავდი...."

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი შოთო სიხარულიძე 28 წლის გარდაცვლილ გოგონაზე, მელანო ფუტკარაძეზე სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს.


"გული მთლად ჩამეგლიჯა, არაფრის ინტერესი და ძალა არ გამაჩნია.
როგორ მიგიღო მიწამ... ამდენი ხალხის ზღვად ქცეული ცრემლი... ემიგრანტებს უკვირს ხო უკვირს ასეთი ძვირფასი როგორ მიგიღო მიწამ...ნუთუ მიწას არ შერცხვება შენიი? შენ ხომ ფერია იყავი შენი გაუხუნარი სილამაზე იმიერში გადასახლდა, მენანები მიწისთვის, დაიმკვიდრე მარადიული სასუფეველი.


ამოთხრილ სამარესთან არის წამი როცა ყველა ირინდება. ქალები ტირილს წყვეტენ, მამაკაცები შეუმჩნევლად იმშრალებენ ცრემლს. ბუნებაც კი ირინდება.
არის წამი როცა კუბოს ცივ სამარეში ნელ-ნელა უშვებენ.
ძალა არავის რჩება რომ იტიროს, ამ დროს ადამიანთა სახეებზე სიცივეს დაინახავ, ზოგან სინანულს...


მიწა ხრიალით ეხეთქება კუბოს კედელს. ისმის შემზარავი ხმა სიჩუმეში, იმდენად ხმამაღალი, იმდენად სასტიკი, რომ ძნელია გაუძლო....

ჩვენს ქორწილში გელოდებოდით მე და მელანოო... ბექუ მთელი სხეული მეწვის იმის მერე რაც გულში ჩაგიკარი და მოგისამძიმრე შავი ჩოხა არ გიხდება ძმისგულო საშინლად არ გიხდება რავქნა... ჩემო თეთრო ღიმილის ბიჭო რით გიშველოოო... შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ ფითქინა კაბაში.... გავქვავდი....
ემიგრანტებო ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს
თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა...
ის იმდენად ლამაზი იყო, სანთლებთან ერთად ანათებდა...
თავთან დედა იჯდა, ოდნავ მოშორებით მამა ორივეს მზე ჩაუქრათ ერთადერთი შვილი მზე....
მილა კი იწვა, ლამაზი, ლამაზი, ლამაზი, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი და ანათებდა...
დღეს ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა სადედოფლო მანქანით ბანტებ შებნეული..."- წერს შოთო სიხარულიძე.


ბათუმში კლინიკა "მედცენტრში" 28 წლის მელანო ფუტკარაძე გარდაიცვალა.

ახლობლების თქმით, გოგონა ბრმანაწლავთან დაკავშირებულ პრობლემაზე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მისი გაწერა მოხდა.

მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, კლინიკა "მედცენტრში" აღმოჩნდა თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახის წევრები მელანოს გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ.


გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის თქმით, ექი­მებ­მა არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი დას­ვეს, რა­საც მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა.


გარ­დაც­ვლი­ლი მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის დედა ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბის დას­ჯას და საქ­მის დრო­ულ გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს.

image



ამავე თემაზე:


"აი, ეს გოგონაა, ივნისში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი, გუშინ კი ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალა"

0
1745
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1745
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0