x
მეტი
  • 21.04.2019
  • სტატია:88882
  • ვიდეო:339389
  • სურათი:451399
ახალი კვლევით დადგინდა: ქალებს ძაღლებთან ერთად უფრო კარგად სძინავთ, ვიდრე კაცებთან

image

თუ ჯერ ისევ ყოყმანობთ ძაღლი იყოლიოთ თუ არა, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. ძაღლი ყოველთვის იყო ადამიანის მეგობარი, მაგრამ დადგინდა, რომ ძაღლები საუკეთესო პარტნიორები არიან ქალებისათვის, როცა საქმე ძილს ეხება.


მაშ ასე, წარმოგიგდენთ ახალი კვლევის შედეგებს:


ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები გამოკითხული 962 ქალიდან, რომელთაგან ზოგს ჰყავს ძაღლი, ზოგს კატა, ზოგს კი ორივე, ნახევარზე მეტმა ძაღლი დაასახელა საიმედო პარტნიორად ძილის დროს.


image

კატებთან და ადამიანებთან შედარებით, როგორც აღმოჩნდა, ძაღლები ნაკლებად აწუხებენ ქალებს და უზრუნველყოფენ მათ მშვიდსა და კომფორტულ ძილს. ეს იმით აიხსნება, რომ ძაღლებს აქვთ ჩამოყალიბებული უნარი დაიცვან საკუთარი პატრონის უსაფრთხოება.


image

ასევე დადგინდა, რომ ძაღლები პატრონის ჯანსაღ და ხანგრძლივ ძილს უზრუნვეყოფენ. კატების მოყვარულებმა უნდა გვაპატიონ, მაგრამ კატებს სძინავთ 75 პროცენტი ღამის განმავლობაში და თანაც, როგორც ადამიანები, ისე მოუსვენრობენ, როცა ძაღლები არ არღვევენ პატრონის სიმშვიდეს.


რა თქმა უნდა, ქალები არ არიან მხოლოდ ერთადერთები, რომლებიც ძაღლებთანძილის დროს უფრო კარგად იძინებენ. იგივე შეიძლება ითქვას კაცებზეც, რადგან ძაღლის თვისება დაიცვას, არ შეაწუხოს პატრონი ძილის დროს, უცვლელია ყოველთვის.


ასე რომ, თუ გინდათ გარანტირებული გქონდეთ მშვიდი და უსაფრთხო ძილი, უკვე იცით, როგორ უნდა მოიქცეთ!


image

თქვენ თუ გძინავთ თქვენს კატასთან თუ ძაღლთან ერთად?

ეთანხმებით კვლევას?

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!




0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0