x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სეზონის ჰიტი: ყველაზე მოდური და ორიგინალური ბოტილიონები უჩვეულო ქუსლებით

image


მაღალი, წვეტიანი ბოტილიონი, ფართო ოქროსფერი ქუსლით - იდეალურია, როგორც ყოველდღიურ სამოსთან, ასევე გამოსასვლელ საღამოს კაბასთან, განურჩევლად სიგრძის, ფაქტურისა თუ სტილის.


image


თუკი თქვენ მკვეთრი ფერები გხიბლავთ, ტრიკოტაჟის, მუქი ვარდისფერი ბოტილიონი გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ. გაზაფხული - ზაფხულის მთავარი ტრენდის ღირსება - ულამაზესი ფერის გარდა, სწორედ მის ორიგინალურ, მეტალის მრავალფენიან საშუალო სიმაღლის ქუსლშია.


image


გსუურთ განსაკუთრებულად გამოიყურებოდეთ? მაშინ არჩევანი ლაქის გამჭირვალე, პლასტმასის ალისფერ ქუსლზე შეაჩერეთ. როგორც დიზაინერები გვირჩევენ, ამ მოდელის ფეხსაცმელი, ყველაზე ეფექტურად - შავ ვიწრო შარვალთან, წვრილ თასმებიან ტოპთან და ტყავის მოკლე ქურთუკთან გამოიყურება.


image


როგორც უკვე მიხვდით, წლის ჰიტი - ბოტილიონების გამორჩეული, ორიგინალური და ეფექტური ქუსლებია, სწორედ ასეთ მოდელს წარმოადგენს, ყვითელი ფერის, ხელოვნური ზამშის მოკლე ჩექმა "ჭადრაკის" ფიგურის ქუსლით, რომელიც სადა და მონოქრომულ სამოსთან ერთად იდეალურ ტანდემს ქმნის.


image


შავი, გამჭირვალე ნაჭრის, ბოტილიონი ნატურალური ტყავითა და უჩვეულოდ დახრილი ქუსლით - ეს წლევანდელი სეზონის კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელია. თავისი ორიგინალური დიზაინის წყალობით, ის შესანიშნავად ერწყმის როგორც ყოველდღიურ, ასევე სპორტული ხაზის სამოსს.



image



ამ საკმაოდ მოხდენილ და დახვეწილ მოდელს შეუძლია ნებისმიერი "ლუქი" ერთ წუთში გაახალისოს და მას სადღესასწაულო იერი შესძინოს. თეთრი, კლასიკური ტყავის "შუზი", გვერდებში რეზინის ჩადგმული დეტალებითა და დაბალი, პატარა სამკუთხა ქუსლით - არის ის, რაც ამ სეზონზე ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს.


image


ელეგანტური მიდიდან სექსუალურ მინიმდე - წლის ყველაზე ტრენდული მოდელი, უნივერსალურობას, სწორედ თავისი დახვეწილი და ორიგინალური ვერცხლისფერი ქუსლის წყალობით იძენს.

image














0
159
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0