x
image
ვიზა კოხაძე
ეს სრული სენსაციაა! კვერცხის მეტი რაოდენობით მირთმევა გულის დაავადებებს იწვევს

imageმუდმივი კამათი მიმდინარეობს კვერცხის დადებითი და უარყოფითი თვისებების გარშემო. მთავარია ვიცით, რომ ის ცილის საუკეთესო წყაროა, თუმცა მისი გული შეიცავს პოტენციურად მავნე ქოლესტერინს.ახლახანს გამოქვეყნდა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის "JAMA" კვლევა, სადაც მკვლევარებმა დაასკვნეს, 30 -ზე მეტი ამერიკელის გამოკვლეული ანალიზის შედეგად სადღესასწაულო პერიოდში, როდესაც გაზრდილია კვერცხის ჭარბი რაოდენობით მიღება, გაზრდილია სისხლძარღვთა დაავადების რისკი (6 პროცენტი) და ნაადრევი სიკვდილი (რვა პროცენტი).

კვირის განმავლობაში სამზე მეტი კვერცხის მიღება გულის დაავადებათა განვითარების რისკს ზრდის - კვლევა ამის შესახებ ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა.კვლევაზე დაყრდნობითექიმი რობერტ ეკელი კოლორადოდან ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებიც კვირაში 3-ზე მეტ კვერცხს ან დღეში 300 მილიგრამ ქოლესტერინს იღებენ, გულის დაავადებათა განვითარების რისკები ეზრდებათ. – "კვერცხი, განსაკუთრებით კი მისი გული მდიდარია ქოლესტერინით. ასე მაგალითად, ერთი დიდი კვერცხი 186 მილიგრამ ქოლესტერინს შეიცავს" - აცხადებენ კვლების ავტორები.imageავტორებმა 29 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. კვლევის პერიოდის დროს, სულ 5 400 გულსისძარღვთა დაავადება დაფიქსირდა, მათ შორის, 1302 ინსულტი, რომელთაგან ნაწილი ლეტალური იყო, 1897 გულის უკმარისობის შემთხვევა და 113 სხვა ისეთი დაავადება, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.

როგორც კვლევამ აჩვენა, 300 მილიგრამ ქოლესტერინზეე მეტის მიღება დღეში გულის დაავადებათა განვითარების რისკს 3.2%-ით ზრდის, ხოლო ნაადრევი სიკვდილის რისკს 4.4%-ით. კვლევის ავტორების თქმით, თითო დამატებით ნახევარი კვერცხი, გულსისხლძარღვთა დაავადებათა რისკს 1.1%-ით ზრდის, ხოლო სხვა სამედიცინო მიზეზით გარდაცვალების რისკს – 1.9%-ით.imageახალი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ კვერცხის ჭამა მუდმივად ზრდის გულის შეტევის ან ინსულტის რისკს, თუმცა კვლევა არ ასახელებს მიზეზურ კავშირს.იგივეს ამტკიცებენ ჩინელი ექსპერტები, თუმცა კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახალი შედეგები მხოლოდ ამერიკელებისთვისაა, რადგან საშუალოდ ამერიკელი უფრო მეტი რაოდენობით კვერცხს და ხორცს მიირთმევს, ვიდრე ევროპელები.საპირისპიროს ამტკიცებენ ფრანგები და ბრიტანელები.ბრიტანეთის გულის ფონდის დიეტოლოგი ვიქტორია ტეილორის მტკიცებით შეგიძლიათ ჭამოთ იმდენი კვერცხი, რამდენიც გსურთ.

0
361
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0