x
მეტი
  • 23.07.2019
  • სტატია:92695
  • ვიდეო:341599
  • სურათი:454727
დემი მური ყოფილი ქმრის,ბრიუს უილისის ქორწილში კარგად გაერთო

image64 წლის ბრიუს უილისმა ყოფილი ცოლი, 56 წლის დემი მური ქორწილში დაპატიჟა. ბრიუს უილისმა განმეორებითი ქორწილით აღნიშნა ქორწინების 10 წლისთავი 40 წლის ემა ჰემინგ უილისთან.



უილისმა და ჰემინგმა გადაწყვიტეს, ხელმეორედ შეეფიცათ ერთმანეთისთვის სიყვარული კარიბის სანაპირიზე, სადაც უილისის ფეშენებლური სახლი დგას. სტუმრებს შორის იყო მისი ყოფილი ცოლი დემი მური, რომელმაც მხიარულად გაატარა დრო – იბანავა ოკეანეში და სადილიც მოამზადა კოცონზე.



"ახალდაქორწინებულები" თეთრ სამოსში იყვნენ გამოწყობილები, რა თქმა უნდა, სტუმრებს შორის იყვნენ უილისის და დემი მურის სამი საერთო ქალიშვილი, სწორედ შვილების გამო შეინარჩუნა მეგობრული ურთიერთობა ყოფილმა ცოლ-ქმარმა. 30 წლის რუმერი, 27 წლის სკაუტი და 25 წლის ტალულა ხელისმომკიდეები იყვნენ ქორწილში.

image

რაც შეეხება მოდელ ჰემინგთან შეძენილ შვილებს – 6 წლის მეიბლს და 4 წლის ეველინს, ქორწილში ყვავილებიანი კალათების დაჭერა დაევალათ.

image

მათ ჯგუფური ფოტოც გადაიღეს, სადაც უილისის ყოფილი და ახლანდელი ცოლები და შვილები პირველი და მეორე ქორწინებიდან ერთად არიან.

(დემი მური მარცხნივაა ყვითელ კაბაში)

image


შეაგახსენებთ, ბრიუს უილისი და დემი მური 1987 წელს დაქორწინდნენ, მათი ქორწინება 13 წელიწადი გაგრძელდა, 2009 წლის 21 მარტს უილისი ხელმეორედ დაქორწინდა მოდელ ემა ჰემინგზე, რომელზეც 22 წლით უფროსია, ხოლო დემი მური 2005 წელს ცოლად გაჰყვა მსახიობ ესტონ კაჩერს, რომელიც მასზე 16 წლით უმცროსი იყო, მათი ქორწინება 2011 წელს დასრულდა.


0
400
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0