x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134473
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
“ერთი ყველი არ იყიდება წონობით შიგნით თორე დანარჩენი ყველაფერი ხდება”- ნინა სუბლატი ფილარმონიაზე

image



ვისაც ცოტა მუსიკაზე გული შეგტკივათ არ დაგეზაროთ წაკითხვა:
თბილისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც 100 წლიანი ისტორია აქვს და რომელიც დღემდე, წინაღობების მიუხედავად წარმატებულად წარმოაჩენს ჩვენ ქვეყანას მთელ მსოფლიოში, უკვე წლებია საკუთარ ქვეყანაში დარბაზს იხვეწება! ოღონდ აი -იხვეწება!!!! ეს ადამიანები, რომლებიც საკუთარ პროფესიას მთელი სიყვარულით ემსახურებიან, ქვეყნის კულტურულ ფონს ქმნიან როგორც თავის კონკრეტული განხრით, ისე უფრო მასშტაბურადაც ( რავიცი, მარტო იმდენ ძაან ძაან მაგარ არტისტთან უმუშავიათ, რომელი მოვიყვანო მაგალითად ვერც ვხვდები) რატომღაც არ იმსახურებენ, რომ ნორმალურ პირობებში აკეთონ საქმე. რატომღაც ისეთ დარბაზში მუშაობდნენ ყოველდღიურად, რომლის ჭერიდანაც შენობის ნანგრევები იყრებოდა და ორკესტრანტებს თავში ეცემოდათ. რატომღაც სახელმწიფო ორკესტრი, რომელიც წარმატებულ კონცერტებს მართავს წლიდან წლამდე, უნდა მივიდეს და ფილარმონია იქირაოს ისევ სახელმწიფოსგან, რომ კონცერტი გამართოს, იმიტომ რომ საკუთარ დარბაზს ისევ ის სახელმწიფო არ აძლევს. ვინმეს რომ მართლა ქონდეს ჯერ ნამუსი და მერე გემოვნება, მინიმუმ ირანული თუ თურქული სტრიპტიზ კლიუბი მაინც არ იქნებოდა ფილარმონიაში! ე.წ კულისები ხო საერთოდ აპოკალიფსია - დაფლეთილი საკონცერტო ფარდა, 1600 წელს დაგებული ყავისფერი ლინოლეუმი, დანგრეული ავეჯი, ჩამყაყებული კედლები .. და ამ დროს თბილისის მთავარი საკონცერტო დარბაზიო და შენახვაო და ათასი ბოდვა და ტყუილი. ერთი ყველი არ იყიდება წონობით შიგნით თორე დანარჩენი ყველაფერი ხდება. ამ ქვეყანაში რომ უსამართლობა არავის გვიკვირს გასაგებია, მაგრამ მაინც.. ხომ შეიძლება კოლექტივს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში საჭიროა, ქონდეს სათანადო პირობები იმისთვის რომ მეტად განვითარდეს, მეტი კარგი საქმე აკეთოს, საერთოდ საკონცერტო დარბაზს დაამსგავსოს ფილარმონია და გამართოს ძალიან ძალიან ბევრი კარგი კონცერტი... არ შეიძლება რომ თითქმის ყველა ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც გულით უნდა საყვარელი საქმის კეთება მათხოვრად და დათრგუნულ არსებად არ იქცეს ვიღაცეების გამო? კიდევ ერთხელ: საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი წლებია სახელმწიფოს სთხოვს, რომ დარბაზი დაუთმონ, საპასუხოდ ხან ნანგრევებში რეპეტიციობენ, ხან კატლეტის სუნში, ხან სიცივეში, ხან სად, ხან სად... ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის დარბაზი, რომელიც ლოგიკურად სწორედ ასეთი კოლექტივებისთვის შეიქმნა, სწორედ მათ უნდა გადაეცეთ, რომ შეძლონ სრულყოფილად ფუნქციონირება და დარბაზის სწორად გამოყენება. თუკი ცოტა მაინც შეგტკივათ გული, გთხოვთ რომ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი, გააზიაროთ და თან რამე ტექსტი დაურთოთ (თუნდაც ეს), იქნებ ამ ნიჭიერ ადამიანებს რამით მაინც დავეხმაროთ!image

0
461
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0