x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„მაგ არაპროფესიონალი ვაიექიმის „გაპრავებით", თავადაც ცოდვის და დანაშაულის ავტომატური თანამონაწილეები ხდებით

imageოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


ღმერთმა ნუ ჰქნას რომ ვინმე ექიმის უვიცობას შეეწიროს, როგორც ახლა საბრალო ბათუმელი გოგონა შეეწირა თორემ, აღიარებული ფაქტია და ამაზე ბევრიც დაწერილა რომ მსოფლიოში არც ერთი ორგანიზაციის ან კომპანიის თანამშრომლები არ ხდებიან ინციდენტის დროს ისეთი ზნედაცემულნი, როგორც ეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ.მათი დაუწერელი, მაფიოზური კანონია, სულ რომ ვერ იტანდნენ თანამშრომლები ერთმანეთს...თუ ვინმეს პაციენტი შემოაკვდა....სულაც რომ ექიმი 100% დამნაშავე იყოს....ნაძირლურად ამართლებენ და აპრავებენ მის ყოველგვარ შეცდომას და დანაშაულს კლინიკის პრესტიჟის გადასარჩენად.ეს არის მაფიოზური წრე, საიდანაც დაზარალებული პაციენტის ოჯახი...ათასში ერთხელ თუ აღწევს სიმართლის აღიარებას!! ახლაც ვუყურებდი ექიმის უცოდინრობით მკვდარ, ულამაზეს ბათუმელ გოგონაზე სიუჟეტს.ექიმის უვიცობის ფაქტები და არგუმენტები დღესავით ცალსახაა და ეს დანაშაულის პირდაპირი თუ ირიბი მონაწილე ექიმები და პერსონალი, "ქუდზე კაცი" ნაძირლურად სწმინდავს ნამუსს ვიღაც ფულით დიპლომაღებულ ფინაჩ ექიმს.ამაზრზენები ხართ!! მაგ არაპროფესიონალი ვაიექიმის გაპრავებით, თავადაც ცოდვის და დანაშაულის ავტომატური თანამონაწილეები ხდებით და ცოდვაში ვარდებით.კამერაში ვერ იყურებით სირცხვილით და კლინიკის იმიჯის და საკუთარი თავის და ტყავის გადარჩენის ინსტიქტით მოქმედებთ!! არა უშავს, ზემოდან, ღმერთი იყურება, ის სამართლიანია და ხვალ თუ ზეგ თქვენს კარზეც ააყუდებინებს ცელს მიქელ.გაბრიელს!!


შეგახსენებთ, 29 წლის მელანო ფუტკარაძის დედა შვილის გარდაცვალებაში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს. გოგონა კლინიკაში 18 მარტს მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს. დედის მტკიცებით, მედიკოსებმა ის თავდაპირველად კონსულტაციაზე გინეკოლოგთან გაუშვეს, შემდეგ კი ექოსკოპიური კვლევა სამჯერ ჩაუტარეს და ტკივილის მიზეზი მაინც ვერ დაადგინეს.


სახლში მისვლიდან რამდენიმე საათში მელანო ფუტკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ოჯახმა გოგონა კლინიკა ”მედცენტრში” გადაიყვანა. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქალს ბრმა ნაწლავის პერფორაციამ სეფსისი გამოიწვია. 29 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლესimage

0
222
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0