x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451202
"ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის" - ლადო აფხაზავას მიმართვა

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.

"უღრმესი მადლობა ჩემო გულშემატკივრებო, ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენთაგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის.
ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას.


ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს.
მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე.


ამიერიდან ჩემი ცხოვრება გარკვეულ წილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო ასპარეზზე.

მე უკვე მიზნად დავისახე მეტი საერთოშაორისო ცოდნა და გამოცდილება მოვიზიდო საქართველოში და ამით ხელი შევუწყო უკეთეს განათლებას.
ამ გლობალურ მოძრაობაში გაერთიანებამ თვალნათლივ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია გლობალურ პროცესებში ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ პიტერს ამ აღიარებას!!!
ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში!"- წერს ლადო აფხაზავა.


2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული და ერთი მილიონი დოლარის მფლობელი კენიელი მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი დუბაიში, საზეიმო დასკვნით ღონისძიებაზე რამდენიმე წუთის წინ მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

გლობალური ჯილდოს ათეულში იყო ქართველი მასწავლებელი სოფელ ჩიბათიდან.

ლადო აფხაზავა მასწავლებლთა გლობალური ჯილდოზე 179 ქვეყნის წარმომადენლის 10 000 განაცხადიდან შეარჩიეს. მალევე ის საუკეთესო 50 მასწავლებლის სიაში მოხვდა და საბოლოოდ ფინალისტების ათეულში.

აფხაზავას მიღებული აქვს საქართველოს მასწავლებლების ეროვნული ჯილდო, მენტორი მასწავლებლის სტატუსი და ამავდროულად ის არის გლობალური ჯილდოსა და ვარკის ფონდის ელჩი.


image

0
26
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0