x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451202
უკვე ცნობილია გახდა თუ არა ლადო აფხაზავა პლანეტის საუკეთესო მასწავლებელი

„მასწავლებლის გლობალური ჯილდო“/Global Teacher Prize 2019



image

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტებს შორის 21 თებერვალს წარადგინეს.

მანამ, სანამ გლობალური ჯილდოს ჟიური საუკეთესო ათეულს გამოაცხადებდა ლადო აფხაზავამ თავის სოციალურ გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია, "

image

საბედნიეროდ, გუშინ ლადო აფხაზავა საუკეთესო ათეულში გავიდა. 10-დან ერთ-ერთი მასწავლებელი ერთ მილიონ დოლარს მიიღებს.

გამარჯვებული უკვე გამოვლინდა!

მაშ ასე გლობალური ჯილდოს მფლობელი და პლანეტის საუკეთესო მასწავლებელი გახდა პეტერ ტაბიჩი კენიიდან - ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი.

image

6
246
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
246
  
25 მარტი, 0:56
მაინც რა გეწყინა?:)
უი, აფხაზავაზე ამბობდი? მე კენიელზე ვთქვი. კომენტარში ისეთი შეცდომა გაქვს, მეწყინა
24 მარტი, 22:13
მე ვერ გავიგე ამ კაცს რა დამსახურება ჰქონდა ასეთი და მომკალით რა...ან რა საგანს ასწავლის, ან საიდან გაჩნდა საერთოდ, ასე უეცრად რომ გაჟღერდა და გაპოპულარდა მისი სახელი..მოკლედ, ბევრი კითხვის ნიშანია მასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც საქართველოს წარმომჩენს, რათქმაუნდა ვგულშემატკივრობდი.
საკმაოდ დიდი მიღწევები ჰქონიათ მის ბავშვებს საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც ლადოს ბავშვებზე ვერ ვიტყვით და ზოგადად საუკეთესოა ის მასწავლებელი, რომელიც შედეგზე გადის და გინდა იხტუნე და გინდა წყნარად აუხსენი(თუმც, ინოვაციები მოსწავლეებზე კარგად მოქმედებს)
კი, კი, წავიკითხე სრულად მისი მოღვაწეობა და დავრწმუნდი, რომ აფხაზავაზე მეტად იმსახურებდა გამარჯვებას. გარდა ამისა, ალბათ ჟიურიმ რასობრივი ტოლერანტობაც გამოიჩინა
24 მარტი, 20:14
ნეტა ეს რა კრიტერიუმით აირჩიეს საუკეთესო მასწავლებლად? იმედია ესეც ცანცარით არ ასწავლის ბავშვებს მათემატიკა-ფიზიკას :)
0 1 6