x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
პოლიტიკური პოლარიზაცია

პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული პოლარიზაცია უფსკლულს არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ საზოგადოებაშიც აყალიბებს, ხელს უშლის ქვეყნის განვიტარებას და იწვევს პოლიტიკური იმიჯის განადგურებას საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე. პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა განსაკუთრებით არჩევნების წინ იჩენს თავს, რაც ხელს უშლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, ეს მოვლენები კი საბოლოოდ ქვეყნის მომსვალზე ისახება ცუდად.

2018 წლის არჩევნები კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ არ უნდა იქცეოდნენ ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის არამხოლოდ პოლიტიკური პირები, არამედ მოსახლეობაც. ეს არჩევნები იყო არა არჩევნები ქვეყნის ღირსეული წინამძღვრის ასარჩევად, არამედ ორი ლიდერი პარტიის ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ბრძოლა ქვეყნისა და ძალა-უფლების ხელში ჩასაგდებად, რომელმაც მიჩქმალა და დავიწყებას მისცა სხვა პარტიათა შეხედულებები. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად გამოყენებული იყო სხვადასხვა ბინძური ხერხები: ოპონენტთა მიერ გასაჯაროვებული ფარული ჩანაწერები, მოსყიდული და მოტყუებული ამომრჩეველი. ქუჩაში გამოტანილი პარტიული დაპირის-პირებები, ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებული საზოგადოება და სხვა.

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა სიუჟეტები დაზარალებულ ამომრჩეველთა შესახებ რომელთაც უარი თქვეს პარტიულ აგიტაციაში მონაწილეობაზე. მაგალითად რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული სიუჟეტი, რომელშიც მოთხრობილი იყო ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის შესახებ რომელზეც ქართული ოცნების მხრიდან მიმდინარეობდა ზეწოლა და დაშინება იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა პედაგოგებისთვის მოეწოდებინა მხარი სალომე ზურაბიშვილისთვის დაეჭირათ. აღნიშნულის გამო ქალბატონს ჯამრთელობის პრობლემები შეექმნა.

პოლიტიკური პოლარიზაციის მაგალითები ისტორიასაც ბევრი ახსოვს და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისას.პარტიათაშორისი დაპირისპირებები ხშირად ხდება სამოქალაქო ომების მიზეზი. პრობლემის გადასაჭრელად უამრავი ღონისძიებები ჩატარებულა და დღემდე ტარდება, მაგალითად გერმანული ინსტიტუტი დეარაისი ყოველწლიურად ატარებს კვლევებს მთელს მსოპლიოში პოლარიზაციის დონის შესამოწმებლად. ასევე ტოლერანტობის ქარტია რომელიც მოგვიწოდებს რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ რასის, სქესის, კანის ფერისა და შეხედულებების მიუხედავად.

საზოგადოებაში განათლებისა და თვითშეგნების დონის ამაღლებით. აქტიური გამოსვლებითა და ერთმანეთთან არგუმენტირებული დიალოგების გამართვით, მოსაზრებების გაცვლითა და აჭარა.თვ
სოციალური ქსელის გამოყენებით, აქტიური მშვიდობის პროპაგანდით, ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების იმ აზრამდე მიყვანა, რომ არჩევნები არ არის ბრძოლა ხოლო საარჩევნო უბანი ბრძოლის ველი.

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:თეოკო თეკო
თეოკო თეკო
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0