x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ოფიციალურად უკვე დადგენილია თუ რამდენი წლით მცირდება საბაკალავრო და მაგისტრატურის საფეხური - კანონი ძალაშია! როდის ამოქმედდება?

ოფიციალურად უკვე დადგენილია თუ რამდენი წლით მცირდება საბაკალავრო და მაგისტრატურის საფეხური - კანონი ძალაშია!


image


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ამბობს, რომ მოკლე ციკლის პროგრამები, რაც საბაკალავრო საფეხურის 3-წლამდე და მაგისტრატურის საფეხურის 1 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს, კანონის საფუძველზე უკვე დადგენილია. თუმცა მისი ამოქმედება წელს არ მოხდება.


-

აღნიშნულ ცვლილებებზე საუბარი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო.

-

“კანონის საფუძველზე ეს უკვე დადგენილია, თუმცა მოკლე ციკლის პროგრამების განხორციელება, მათ შორის პროფესიულის საფუძველზე, რომ ამოქმედდეს ასოცირებული ხარისხი ორწლიანი პროფესიული მიმართულებით, თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა უცხოელ ექსპერტებთან, ხარისხის განვითარების ცენტრთან. მოგეხსენებათ, საქართველოს განათლების ხარისხის მიმართულება გადის საერთაშორისო შეფასებას, ველოდებით დასკვნას და, შესაბამისად, ამის შემდეგ დაიგეგმება უკვე პროცესები ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებში შესატანი ცვლილებების შესახებ. წელს ეს არ ამოქმედდება და ამ ეტაპზე არც კონკრეტული ფაკულტეტები არ ვიცით, რომელსაც ეს შეეხება”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.


როგორც მან აღნიშნა, სულ მალე ძალაში შედის ახალი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომლის დამტკიცების შემდეგაც, ექსპერტებთან შეთანხმებით, შემუშავდება რეკომენდაციები, რომელი ფაკულტეტები დაექვემდებარება მოკლე ციკლის პროგრამით კვალიფიკაციების მიღებას.



0
258
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0