x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451202
ნორვეგიის საკრუიზო გემზე, სადაც 1300 ადამიანი იმყოფებოდა, ევაკუაცია გამოცხადდა ( + ფოტოები და ვიდეო )

imageნორვეგიის სანაპიროსთან მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა სამაშველო ოპერაცია 1373 მგზავრის ევაკუაციისთვის საკრუიზო ლაინერ „Viking Sky“-დან, რომელსაც ძრავი დაუზიანდა.

ლაინერი ტრომსედან სტავანგერისკენ მიემართებოდა. ნორვეგიის სამაშველო სამსახურმა მგზავრთა ევაკუაციისთვის რამდენიმე სამაშველო ხომალდი და ხუთი ვერტმფრენი გამოიყენა, რომლებსაც ბორტზე მხოლოდ 15-20 მგზავრის აყვანა შეეძლო.


imageოპერაციის დროს, ძრავი ერთ-ერთ სამაშველო ხომალდსაც დაუზიანდა, რომლის ეკიპაჟის ევაკუაცია ვერტმფრენებით განხორციელდა.

ოპერაციას შტორმი აფერხებდა, რა დროსაც ტალღების სიმაღლე 8 მეტრს აღწევდა. ეკიპაჟმა შუადღისას გააგზავნა უბედურების სიგნალი, უამინდობის გამო მწყობრიდან გამოსული ძრავების შესახებ. ჰასტადვიკას არეში აღმოჩენილია ექვსიდან რვა მეტრიანი ტალღები (19-26 ფუტი) ). 20 მგზავრი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მოგვიანებით, საკრუიზო ლაინერის ეკიპაჟმა ოთხიდან სამი ძრავის ამუშავება შეძლო და გემი სანაპიროდან გაიყვანეს.imageგემის ბორტზე გემის ეკიპაჟთან ერთად სულ 1300 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციაში ვერტფმრენებია ჩართული. ინფორმაციას ამის შესახებ dailymail ავრცელებს.მას შემდეგ, რაც სანაპირო დაცვის ვერტმფრენებმა 479 მგზავრის გადარჩენა შეძლეს, ისინი ხუთი ვერტმფრენით იქნა გამოყვანილი ნაპირზე. ევაკუაცია ამ დროისთვის დასრულებულია.წყაროს ინფორმაციით, ოცი ადამიანი სერიოზულადაა დაშავებული.მათ შორის არიან მოხუცი ცოლ - ქმარი 90 წლის მამაკაცი და 70 წლის ქალი.მგზავრებიდან 200 - ზე მეტი ადამიანი ბრიტანეთის მოქალაქეა.imageimage"Viking Sky" მორიო ორ-როსმდალის გუბერნიის სანაპიროსთან მდებარეობს, რომელიც ნორვეგიის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ნაწილად მიიჩნევა.დილით "Viking Sky" - ის სპიკერმა განაცხადა, რომ ყველა ბორტზე დარჩენილი მგზავრი თავს კარგად გრძნობს და ისინი თბილად და კომფორტულად არიან.ამ დილით ხომალდი უკვე ნელ - ნელა მიემართება ქალაქ მოლესკენ, რომელიც ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. არ არის ცნობილი, ზუსტად რამდენი მგზავრი რჩება ბორტზე. imageროგორც ტორეს ჰეგენმა ნორვეგიის "VG" - სგანუცხადა: - " მოვლენები ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სასწაულად გაგვიმართლა".

0
143
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0