x
მეტი
  • 21.04.2019
  • სტატია:88882
  • ვიდეო:339389
  • სურათი:451399
"სამწუხაროდ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია გლობალური ჯილდოს მიმდინარეობასთან დაკავშირებით"

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ფეისბუქ გვერდი იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, თითქოს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს საუკეთესო ხუთეული გამოვლინდა.


მათი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.


"სამწუხაროდ, დღეს გავრცელდა არასწორი ინფორმაცია გლობალური ჯილდოს მიმდინარეობასთან დაკავშირებით. თითქოს, გამოიკვეთა საუკეთესო ხუთეული. ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და გლობალურ ჯილდოს ასეთი ფორმატი (ხუთეული) საერთოდ არ გააჩნია.
უახლესი და ამომწურავი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ჩვენს გვერდს.
კიდევ ერთხელ, დაჯილდოება იწყება 18:00 საათზე და მაქს. მოკლე დროში გაცნობებთ ყველაფერს."-წერია "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ფეისბუქ გვერდზე.


მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა. ფინალისტები ჰოლივუდის მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.


Global Teacher Prize-ის ის გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. გამარჯვებული 24 მარტს დუბაიში გამოვლინდება.


„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ გლობალური კამპანიის "The Global Teacher Prize" ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენასა და პროფესიის პოპულარიზაციას.


image


ამავე თემაზე:


ნახეთ, რას წერს ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე ლადო აფხაზავა

0
1257
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0