სხვა ტოჩინოშინო ოძეკის წოდებას დაკარგავს 24 მარტი 2019 2019, 24 მარტი, 14:23 ქართველი გოლიათი ლევან გორგოძე ჰარუ ბაშოს ბოლო საშეჯიბრო დღეს იაპონელ სეკივაკე ტაკაკეიშოსთან დამარცხდა და უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა, 7 გამარჯვება 8 მარცხის წინააღმდეგ. შესაბამისად ტოჩინოშინი მომდევნო ბაშოზე სეკივაკეს წოდებით იასპარეზებს, ხოლო ტაკაკეიშო დიდი ალბათობით ლევანის ადგილს დაიკავებს ოძეკებს შორის. ლევანს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მომდევნო ბაშოზე კიდევ ერთი შანსი ექნება, ამისათვის მას 10 გამარჯვების მოპოვება დასჭირდება. 134 შეფასება არ არის
|