x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თინა მახარაძე:საქართველოში, იმისთვის რომ პატივი გცენ ან, როგორც მინიმუმ, არ გაქილიკონ, უნდა იყო საშუალო. არც ცუდი უნდა იყო და არც კარგი
image


ქართული მუსიკალური საიტი popmusic- პერიოდულად აქვეყნებს ხოლმე ცნობილი ქართველი ადამიანების 5 საყვარელ სიმღერას, ამჟერად მსახიობ თინა მახარაძის ჯერი დადგა რომელმაც ჩამოთვალა ის ტოპ-5 კომპოზიცია, რომელიც მას უყვარს, თინა როგორც ჩანს ერთ-ერთმა კომენტარმა გაანაწყენა("რამხელა პერო უშიშვლია")რის გამოც სოციალურ ქსელში პოსტი დადო:



"ახლა აღმოვაჩინე კომენტარები Popmusic.ge -ს მიერ გამოქვეყნებული ჩემი საყვარელი კომპოზიციების ხუთეულის ქვეშ.


რატო, შე საძაგელო, (საძაგელო - როგორც დედამო.....ს ევფემიზმი) რატომ მიშიშვლია "პერო", იმიტომ რომ მუსიკას ვუსმენ და მეტ-ნაკლებად მკაფიოდ ვაყალიბებ სათქმელს, თუ იმიტომ რომ სათქმელი მაქვს?


image

მე კი ვცხოვრობ ჩემთვის უბედნიერესად, მაგრამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა რომ ასეთი ბანძი ტიპებით არის დაკომპლექტებული და ასეთ ბანძ იუმორზე ხურდება, სხედან ბარებში და ერთმანეთს ყველაფერს ატოლებენ რაც აქვთ დასატოლებელი ან, ძირითადად, არ აქვთ, ეგ არის სევდიანი საყურებელი, მითუმეტეს იქიდან, საიდანაც მე ვიყურები თანაგრძნობით.


პს. აი, ეს სია რომ ყოფილიყო დაკომპლექტებული: მერაია ქერით, ტონი ბრექსტონით, westlife-ის Soledad, ანსამბლი "ჰაიდა" და კრისტინა ორბაკაიტეს ნებისმიერით, მაშინ უფრო თესლი ხუმრობები დაიდებოდა.


ამრიგად, საქართველოში, იმისთვის რომ პატივი გცენ ან, როგორც მინიმუმ, არ გაქილიკონ, უნდა იყო საშუალო. არც ცუდი უნდა იყო და არც კარგი.
იყო საშუალო - არის საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის ყველაზე მოსაწონი პოზიცია სხვა საშ. სტატ. ქართველის მხრიდან. თუ ხარ საშუალო, ხარ ჯიგარი."-წერს სოციალურ ქსელში მახარაძე.

image

0
638
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
638
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0