x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
აფრიკელ მამაკაცებს მუდმივი ერექცია დაეწყოთ-"დამნაშავე" დადგენილია
image

ზამბიაში გაიზარდა მოთხოვნა აკრძალულ ენერგეტიკულ სასმელზე, რის შემადგენლობაშიც აღმოაჩინეს პოტენიციის ასამაღლებელი პრეპარატი, იუწყება BBC News.


2018 წლის ბოლოს მამაკაცს უგანდიდან ჩივილები ჰქონდა მუდმივი ერექციაზე, რომელიც ენერგეტიკული სასმელის Power Natural High Energy Drink SX-ის მიღების შემდეგ ეწყებოდა, ბოთლის ეტიკეტზე ეწერა, რომ სასმელი "ამაღლებს ლიბიდოს" და "მატებს სიმხნევს".მაშინ კომპანიის წარმომადგენელი ვიკას კაპური((Vikas Kapoor) ამტკიცებდა, რომ "სამელი არ შეიცავს არავითარ მედიკამენტს".

image


უგანდის ჯანდაცვის სამინისტრომ გაზიანი სასმელი ექსერტიზაზე გააგზავნა და აღმოჩნდა, რომ მის შემადგენლობაში არის სინდენაფილი-"ვიაგრას"აქტიური კომპონენტი.


ამის შემდეგ ზამბიამაც გამოსცა ბრძანება, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაყიდვიდან ამოიღონ ეს სასმელი, თუმცა ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, გარევაჭრობის ობიექტებში და სუპერმარკეტებში ახლაც იყიდება ეს ენერგეტიკული სასმელი.იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს მამაკაცებში.


"ანალიზებმა, რომელიც ზიმბაბვეში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარდა, დაადასტურა, რომ პროდუქტი სინდენაფილს შეიცავს"-აღნიშნა ზამბიის ხელისუფლების წარმომადგენელმა.


ენერგეტიკული სასმელის ხელმძღვანელობა უარს ამბობს კომენტარზე.



შეგახსენებთ, 2014 წელს ჩინეთის პროვინიცია ხუბეიში ადგილობრივმა არყის ქარხანამ, სპირტიან სასმელში "ბაიცზიუში" სინდენაფილი შეურია, კომპანია ამ გზით ცდილობდა პოპულარობა მოეპოვებინა მყიდველებში და სწრაფად გამდიდრებულიყო.

0
1089
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1089
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0