x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451192
გაქცევა ჩრდილოეთ კორეიდან

გაქცევა ჩრდილოეთ კორეიდან


მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, 1945 წელს კორეის ნახევარკუნძული ორ სახელმწიფოდ გაიყო და წარმოიქმნა ორი სუბიექტი - ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა. მათ შორის საზღვარი კი 38-ე პარალელის გასწვრივ გაევლო. მისი ჩრდილოეთი ნაწილი დედაქალაქით ფხენიანი, იგივე პიონგ-იონგი ოკუპირებული იქნა საბჭოთა კავშირის მიერ, ხოლო სამხრეთ კორეა დედაქალაქით სეული - აშშ-ს მიერ. 1948 წლის მაისში სამხრეთ კორეამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 1949 წელს დატოვა იგი ამერიკის ჯარებმა.


1948 წლის 9 სექტემბერს დაარსდა დამოუკიდებელი სახელმწიფო - ჩრდილოეთ კორეა, რომლის სრული სახელიც არის კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკა. სტალინური მმართველობის რეჟიმით, რომელიც დღემდე გრძელდება. სამხრეთ კორეამ კი დასავლური გეზი აიღო მდგრადი განვითარებისთვის. დღესდღეობით სამხრეთ კორეის ცხოვრების დონე ახლოსაა იაპონიის ცხოვრების დონესთან, ხოლო ჩრდილოეთ კორეის ცხოვრების დონე არის უბრალოდ კატასტროფა. რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფაზე, დემოკრატიის არარსებობაზე და სიღარიბეზე, ეს არის ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცეული, ტოტალიტარული ქვეყანა, რომლის მოსახლეობის მასობრივი ტვინის რეცხვა მიმდინარეობს და ეს ტექნოლოგია უმაღლეს დონეზეა აყვანილი.


კიმ ჩენ ინი


ხალხის დიდი ნაწილი შიმშილობს, მაგრამ ყველას ახსოვს - დიდი ძმა ყოველთვის გვიყურებს და ვერავინ ბედავს ხმის ამოღებას მთავრობის წინააღმდეგ. ვინც ბედავს - შუბლში იღებს ტყვიას. ჩრდილოეთ კორეიდან გასვლა მოსახლეობას აკრძალული აქვს, ამიტომ ხალხს თავის მონობისგან დასახსნელად უწევს გაქცევა. გაქცევა კი უდიდეს საფრთხესთანაა დაკავშირებული. თუ დახვრეტას გადაურჩნენ საზღვის უკანონოდ გადაკვეთისას, მაინც არ არიან სამშვიდობოს გასულები, ვინადიან თუ მეზობელმა ქვეყნებმა ისინი აღმოაჩინეს როგორც არალეგალები, მაშინ მათ სამშობლოში უკან გაადეპორტებენ, რაც მათს სიკვდილს ნიშნავს, ვინაიდან სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლებენ და სიკვდილით დასჯიან.


მინდა შემოგთავაზოთ ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული ქალის - ჰიონსო ლის საოცარი ისტორია, რომელიც თავად მოუყვა საზოგადოებას ცნობილ ტედ-თოქის სცენაზე:





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 რელიგიური სტატია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
268
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0