x
მეტი
  • 21.04.2019
  • სტატია:88881
  • ვიდეო:339389
  • სურათი:451399
ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი

მიხეილ ბატიაშვილი :“ ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი. ხოლო წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან.

image

2019 წლის მაისის თვეში საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების გაზრდა. ხელფასების გაზრდა დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც. ისე რომ 2021 _ 22 წწ. პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენს 1500 - 1800.ლარს.

image

ხელფასების ზრდა პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს.

განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს :

>> მასწავლებლის საბაზისო ხელფასი, რომელიც შედგება მასწავლებლის განათლების, კომპეტენციის, სტაჟის და საგაკვეთილო დატვირთვისგან.

image

>> მიღწევებზე დაფუძნებული კომპონენტი - რა საქმიანობას ეწევა მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეების და სკოლის განვითარებისთვის, რა წვლილი შეაქვს მოსწავლის აღზრდას და პიროვნულ განვითარებაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ვალდებულებას და სამუშაოს , რომლებშიც მასწავლებლები მათი სტატუსიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან.

image

>> მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინანსების მიღმა მიიღებს დამატებით ანაზღაურებას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული და დაფინანსდება სკოლის განვითარების ფონდიდან, მასწავლებლის სახელფასო სქემა დაუკავშირდება სკოლების განვითარების ფონდის სისტემას. "

ასევე დაგაინტერესებთ:

ვარდებით მოფინა თოვლი, თოვლიც ვარდისფერი იყო. ოლია ოკუჯავას წერილი გალაკტიონ ტაბიძეს მიწერილი

imageმოცარტი ამტკიცებდა, რომ რე მაჟორულ გამას ფორთოხლისფრად ხედავს და სი ბემოლ მინდორი კი შავი ფერისაა

image
როგორ უყვარდა გალაქტიონი ოლღა ოკუჯავას – პირადი წერილი

image



0
209
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0