x
image
ინტერ-გოგონა
Mediator image
Mediator image
ვინ არიან საუკეთესო მეგობრები მეცნიერების აზრით...


image
ყველა ჩვენგანს გვყავს ბავშვობის, სკოლის და უნივერსიტების მეგობრები..

და ყველა მათგანს განსაკუთრებული და რათქმაუნდა საკუთარი ადგილი უკავიათ ჩვენს ცხოვრებაში, ერთი მეორეს ვერ ჩაანაცვლებს...

რაც შეეხება ბავშვობის მეგობრებს არიან ადამიანები რომელთა შესახებ ყველაფერი ვიცით და გვიყვარს ისეთები როგორებიც არიან თავიანთი ნაკლით და ღირსებით..(ნაკლებათ აქვთ ბავშვობის მეგობრებს საერთო ინტერესები..და დამერწმუნეთ ათი ბავშვობის მეგობარიც რომ გყავდეთ ათივეს ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესები და მიზნები გექნებათ ცხოვრებაში..მთავარი ძარღვი კი ბავშვობა და ბავშვობის მოგონებებია რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ, მათთან შეხვედრისას ყოველთვის იგრძნობთ რომ იყო ბავშვობა, ცხოვრების ყველაზე ჯადოსნური და ტკბილი ხანა რომელიც არასდროს განმეორდება მარამ არც არასდროს მიეცემა დავიწყებას...)

შემდეგ მეგობრები სკოლიდან და უნივერსიტეტიდან აქ უკვე ვირჩევთ ადამიანებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე...უკვე ვიცით რა მოგვწონს, რას გვინდა მივაღწიოთ ცხოვრებაში და მეგობრებიც სწორედ ისეთები იკრიბებიან ჩვენს ირგვლივ რომლებსაც ჩვენი მსგავსი ინტერესები და ოცნებები აქვს...

გაგიკვირდებათ და მეცნიერებმა საუკეთესო მეგობრები დაასახელა და ესენი ამ ჩამონათვალიდან სულაც არ არიან..

მეცნიერების აზრით ყველაზე საუკეთესო მეგობრები თანამშრომლები(კოლეგები) არიან...image

- თანამშრომლები სწორედ ის ადამიანები არიან ვისთან ერთადაც ყველაზე დიდ დროს ატარებ...საერთო ინტერესები და სასაუბრო თემა გაქვთ..

-თანამშრომლები არიან ის ადამიანები რომლებიც გხედავენ ყველა სიტუაციაში, იციან როგორი ხარ გაბრაზებული, გახარებული, დაღლილი, მოწყენილი თუ ბედნიერი...

-თანამშრომლები არიან ადამიანები რომლებმაც გნახეს მარცხის თუ გამარჯვების დროს...

-თანამშრომლებმა იციან თუ რა სირთულეებთან გიწევთ გამკალვება სამსახურში და წუწუნი მაათან უფრო სასიამოვნოა დაღლაზე ვიდრე ოჯახის წევრებთან, ბავშვობის, სკოლის ან უნივერსიტეტის მეგობრებთან...image

-თანამშრომლებმა ყოველთვის იციან თქვენი ცხოვრების დეტალები..

საყვარელი მუსიკა, ჰობი და ისიც კი როგორია შენი სასიყვარულო ურთიერთობები...

- თანამშრომლებს ყოველთვის აქვთ ერთმანეთზე ისეთი ხუმრობები რომელსაც სხვა უბრალოდ ვერც კი ხვდება...

-თანამშრომლები არაინ ადამიანები რომლებმაც იციან როდის გჭირდება დასვენება, არაერთი კვლევით დადასტურდა რომ ადამიანები სრულყოფილად მეგობარი კოლეგების გარემოცვაში ისვენებენ...

-თანამშრომლები და ყოველდღიურობა : თანამშრომლებმა იციან ელემენტარული საკითხებიც კი ერთმანეთზე, იციან ვის რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩაუყარონ ჩაიში, ვის მწარე და რძიანი ყავა უყვართ..

იცინიან რას მიირთმევთ ლანჩზე..image

-თანამშრომლები ასევე არიან ადამიანები რომლებსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ ერთმანეთის გამხნევება და ხასიათზე მოყვანე..

ამისთვის ისიც საკმარისია ერთად გადახდენილი რამოდენიმე კურიოზი გაიხსენოთ...(თუნდაც ისტორია მეასეჯერ გქონდეს მონასმენი მთავარია მთხობელმა შეფუთოს ისტორია და შეალამაზოს)

-კამათი და აზრთა სხვადასხაობა..წყენა და ჩხუბი რატომღაც სამსახურში უფრო იოლად გავიწყდება...წამში გადაგივლით ხოლმე სურვილი რომ საკუთარი თანამშრომელი მოკლათ და მეორე დღეს ისევ გრძელდება ყოველდღიური რუტინა...ვის რამდენი კოვზი შაქარი ჩაიში, ვის მწარე და ვის რძიანი ყავა...


პ.ს თქვენ არს იტყვით როგორ ფიქრობთ არიან თანამშრომლები საუკეთესო მეგობრები?დავფიქრდი და მგონი ვეთანხმები მეცნიერებს..სწორედ რომ რამოდენიმე დღის წინ ვუთხარი ჩემს ერთ თანამშრომელს არცერთ საუკეთესო დაქალთან არ მაქვს იმდენი დრო გატარებული რაც შენთან ერთად ამ ხუთი წლის მანძილზეთქო...დამერწმუნეთ ძალიან სასიამოვნოა როცა ადამიანება ამდენი რამე იციან შენს შესახებ...

image



0
44
3-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
Mediator image
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0