x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ერთი რუსი ადამიანის ცხოვრება და ბიოგრაფია საბჭოთა კავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში

image ალექსანდრე ბოლონკინი, რუსი ადამიანი, რომელმაც ხმა ამოიღო სსრკ-ს წინააღმდეგ, როგორც "ბოროტების იმპერიაზე".
ალექსანდრე საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურმა დააკავა სახაროვის და სოლჟენიცინის ნაწარმოებების გავრცელების გამო 1972 წელს და საბჭოთა სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა საცხოვრებელი ფართის კონფისკაციით.
ერთი წელი რეჟიმისადმი დაუმორჩილებლობის გამო გაატარა კარცერში. 10 წელი აწამებდნენ, არნახულ პირობებს უქმნიდნენ ციხეში და ბანაკებში, ავადმყოფი და მესამე ხარისხის ორგანიზმის გამოფიტვის მქონე ბოლონკინი დათანხმდა გაეკეთებინა "აღიარება", რომლის შემდეგაც ის გაანთავისუფლეს თუმცა არც ბინა დაუბრუნეს და არც სამსახურში დააბრუნეს, მეტიც მას საერთოდ აეკრძალა ოფიციალურად ემუშავა სადმე.
1987 წელს ახალი სასჯელით დამუქრების მიუხედავად, საჯაროდ განაცხადა, რომ მისი "აღიარება" არაადამიანური ზეწოლის შედეგი იყო, მან კატეგორიული უარი განაცხადა ეთანამშრომლა ძალოვან სტრუქტურებთან. გაუძლო არნახულ მუქარებს, გაუძლო უმუშევრობას, გაუძლო პრაქტიკულად მუდმივ შიმშილს და მაინც შესძლო და მოახერხა დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი და საცხოვრებლად გადასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში.
კაცი, რომელიც არავის ჭირდებოდა სსრკ-ში ამერიკის შეერთებულ შტატებში კითხულობდა ლექციებს ერთერთ უნივერსიტეტში.
გახდა "NASA"-ს მეცნიერ თანამშრომელი, ასევე გახდა საერთაშორისო კოსმოსური სააგენტოს დირექტორთა საბჭოს წევრი.
დაჯილდოებულ იქნა: ეილერის მედლით მათემატიკაში გამოჩენილი მოღვაწეობისათვის და მიღწევებისათვის.
სამჯერ დააჯილდოეს აშშ-ს ეროვნული აკადემიის ჯილდოთი.
რამდენიმეჯერ მიიღო მადლობის სიგელი "NASA"-გან, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების სამეცნიერო ცენტრისგან, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორისაგან და აშშ-ს პრეზიდენტისაგან.
გარდა ამისა ალექსანდრე ბოლონკინი გახლავთ 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის და წიგნის და გამოგონების ავტორი, რომელთაგან 17 გამოგონება დღესაც გასაიდუმლოებულია.


0
105
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0