x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძეგლი დაიდგმება
image

საუკეთესო ძეგლი კონკურსის მიხედვით გამოვლინდება არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილამდე.


მონუმენტალური ხელოვნების "სახელმწიფო" კომისიამ მოიწონა წინადადება ე.წ. აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძიბმას ძეგლის დადგმის შესახებ, ამის შესახებ იტყობინება მინისტრთა კაბინეტის საიტი.


კომისიას ხელმძღვანელობს პრემიერ მინისტრი, ვალერი ბგანბა, რომელმაც ბრძანება გასცა კონკურსის ჩასატარებელი კრიტერიუმები შეარჩიონ, რომელიც ვლადისლავ არძინბას ძეგლის საუკეთესო პროექტს გამოვლენს.



კრიტერიუმები არა მხოლოდ სკულპტურის პროექტზე და არქიტექტურაზე ვრცელდება, არამედ მომავალი ძეგლის ლანდშაფტური ზონის დიზაინსაც უნდა შეიცავდეს.


შეგახსენებთ, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა 1994 წელს აირჩიეს, 1999 წელს იგი მეორე ვადით იქნა არჩეული, ამ თანამდებობაზე 2005 წლამდე დაჰყო. გარდაიცვალა მოსკოვში 2010 წელს.


არძინბა აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი იყო და აფხაზებისთვის ქართველების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ–ერთი "გმირი".



0
158
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0