x
მეტი
  • 23.07.2019
  • სტატია:92700
  • ვიდეო:341600
  • სურათი:454732
იდეალურად შემწვარი თევზის 4 წესი

imageთევზი - ნებისმიერი სახეობის ნამდვილი ვარსკვლავია სხვა დანარჩენ ჯანსაღ პროდუქტებთან ერთად. თუმცა თევზი, როგორც მნიშვნელოვანი მინერალების შემცველი პროდუქტი, ასევე მდიდარია აუარებელი ცილით, ჯანსაღი ცხიმებით და რაც ყველაზე უმნიშვნელოვანესია - თევზი როგორც სასარგებლო მინერალების წყაროა.ბევრს ჰგონია, რომ თევზის შეწვა ძალიან მარტივი პროცესია, მაგრამ ხშირად პროდუქტი ცუდადაა შემწვარი, ზოგჯერ ნაწილ ნაწილ არის დაშლილი და ეწებება ტაფას, ან კიდევ ზოგჯერ ძალიან მშრალი გამოდის.თუ თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ და მკითხაობთ, თუ როგორ მოამზადოთ გემრიელად შემწვარი ან მოხარშული თევზი, გთავაზობთ 4 უბრალო წესს, რომლებიც არ დაგტოვებთ უკმაყოფილოს.

წესი პირველი - მშრალი თევზი.გაყინული თევზი დიდი როდენობით წყალს შეიცავს და ამიტომ აუცილებელია მისი წინასწარ გალღობა და შემდეგ ქაღალდში გადახვევა.

წესი მეორე - დატოვეთ თევზი მშვიდ გარემოში ანუ სანამ თევზი ქაღალდშია გადახვეული, ნუ შეეცდებით მას შეეხოთ ან ჩანგლით ან სხვა რაიმე საგნით - უბრალოდ დატოვეთ თევზი" Оставьте рыбу в покое".imageწესი მესამე - გადააბრუნეთ თევზი.როგორც უკვე ვთქვით, იმისათვის, რომ თევზი კარგად დაიბრაწოს, სანამ შეწვავდეთ კარგად გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.ძალიან ფრთხილად გადააბრუნეთ თევზი მეორე მხარეს, რათა კარგად დაიბრაწოს და მოწითალო შეფერილობა მიიღოს.( თევზი უნდა შეწვათ ცოტაოდენ ცხიმში და უმჯობესია გამოიყენოთ ზეთისა და კარაქის ნაზავი. ნუ დაალაგებთ ნაჭრებს ერთმანეთთან ახლოს, თუკი გსურთ, რომ თევზი უკეთ დაიბრაწოს.)imageწესი მეოთხე - როცა მოხარშული თევზი გვინდა - წვრილად დაჭრილ თევზს მოხარშვამდე ადუღებულ წყალში დებენ, რათა არ გადაიხარშოს.თუკი თქვენ გაყინულ თევზს ხარშავთ, ის ცივ წყალში ჩადეთ და ისე დადგით ცეცხლზე. სრიალა კანიანი თევზის გაწმენდისას ხელები მარილში ამოისვარეთ, რათა უფრო მოსახერხებელი იყოს მისი გაწმენდა.მოხარშული თევზის შემთხვევაში ადუღებულ წყალში ვყრით შავ პილპილს, დაფნის ფოთლებს, ერთ ცალ სტაფილოს, ერთ თავ ხახვს, შაბს.image

0
404
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0