x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
„დღეს ჩვენი ლანძღვა მოდაშია თითქოს რაღაც აუცილებელ პირობად ითვლება რომ ჟურნალისტზე ცუდი თქვა" - მაკა რაზმაძე

image

დღეს ჩვენი ლანძღვა მოდაშია თითქოს რაღაც აუცილებელ პირობად ითვლება რომ ჟურნალისტზე ცუდი თქვა.ალბათ დღეს ესეცაა ჩვენი პროფესიის ნაწილი რომ გამწარებული ადამიანების აგრესია თავზე გადავიტეხოთ და ამით ნაკლებად გულნატკენებად და ნაკლებად უფუნქციოდ დარჩენილად ვაგრძნობინოთ თავი.სულ სხვა ხალხისგან მოტყუებული და "გადაგდებული" მოქალაქეები ხშირად სწორედ იმ ხალხისგან მათთვის მოთხოვნილი პასუხების გამო ისევ ჩვენ გვლანძღავს ასე პირდაპირ რატომ კითხაო....არადა მათი ნატკენი გულების გამო და მათთან პირის გატეხვის გამო ვთხოვთ ხოლმე პასუხებს მაღალჩინოსნებს წინა ხაზზე ქვეყნის სიყვარულის გამო მივდივართ, გადაცემები თუ პრესა ხალხის სამსახურისთვის და ადამიანების დასახმარებლად, ჩვენი ყველას უფლებების დასაცავად გვინდა, იმისთვის გვინდა რომ საზოგადოებამ ყოველთვის იცოდეს რა ხდება მის ირგვლივ, იცოდეს სიმართლე და თვითონაც მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში...
როცა გვწყინს კრიტიკას არ იღებთო, როცა არ გვწყინს კრიტიკასაც არ იმჩნევენო
არადა ყველაფერი ბევრად მარტივია-ჟურნალისტი ერთხელ ხდები, შენი გული გეუბნება რომ ესაა შენი მოწოდება და ამის მერე უკვე სულ ხარ ყველგან და ყოველთვის
ჟურნალისტი საზოგადოების ინტერესების დამცველია და არა მისი მტერი.ჟურნალისტი საზოგადოების ნაწილია და არა მის პირისპირ მდგომი.დიახ, ჟურნალისტი სულ უნდა იყოს მხარე და სულ უნდა ქონდეს საკუთარი პოზიცია-ეს ხალხის მხარე და ხალხის პოზიციაა რადგან ჟურნალისტი სწორედ თვითონაა ხალხი!
გილოცავთ ყველას ჟურნალისტის დღეს და გილოცავთ რომ ამ ქვეყნად არსებობს ეს არაჩვეულებრივი პროფესია რომელსაც პირველ რიგში სწორედ საზოგადოება უნდა ზეიმობდეს რადგან ეს პროფესია ზუსტად საზოგადოების ფარად არსებობს!
გილოცავთ! image

0
62
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0