x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ასტანა გახდა ნურსულთანი-ყველაზე სასაცილო კომენტარები სოციალური ქსელიდან

image

ყაზახეთის პრეზიდენტმა დაასრულა თავის 30 წლიანი მოღვაწეობა, იგი თავისი ნებით გადადგა, ხოლო ახალმა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ფიცის დადების დროს განაცხადა, რომ აუცილებელია ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სახელის უკვდავსაყოფად, ქვეყნის დედაქალაქს- ასტანას ეწოდოს პრეზიდენტის სახელი და დაერქვას „ნურსულთანი“.


ყაზახეთის მოსახლეობამ ეს ინიციატივა არაერთგვაროვნად მიიღო, ზოგი ხუმრობის ხასიათზე დადგა, ზოგმა ფლეშმობი წამოიწყო, გამოჩნდა მემებიც და საპროტესტო აქციაც კი გაიმართა.


image


ქვემოთ გთავაზობთ ყველაზე სასაცილო და გონებამახვილურ კომენტარებს, რომელიც ამ ინიციატივას მოჰყვა.

image

"ქვეყნის დედაქალაქს დაარქვა ნურსულთანი, ისეთივე ველურობაა, როგორც ქვეყნის დედაქალაქს დაარქვა ვაშინგტონი"



"ყაზახეთის ახალმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა ყაზახებს სახელი გადაარქვას და უწოდოს ნაზარხები"



"ახალი პრეზიდენტის პირველივე ბრძანება იყო დაერქვას ასტანას ნურსულთანი, მეორე ბრძანება იქნება დაიხარჯოს მთლიანი რესპუბლიკის ბიუჯეტი მხოლო იმ ქალაქებზე, რომლის სახელიც "ნ"-თი იწყება და "ურსულთანით" მთავრდება.

image

"ჩაფრინდები ნურსულთანში, გამოდიხარ ნურსულთანის აეროპორტიდან, მიდიხარ ნურსულთანის ქუჩიდან ნურსულთანის მოედნამდე, სადაც დგას ნურსულთანის ძეგლი, იღებ ნომერს ნურსულთან-პლაზაში, რომელიც ნურსულთანის ქუჩაზეა..გამარჯობა



"წინადადება მაქვს არ შევჩერდეთ და ყველას ვაიძულოთ ახალდაბადებულს დაარქვან ნურსულთანი ან ნურსულთანა"


"ალმა-ატას ნაზარბაევი დაარქვან, ფრენის დროს მოსახერხებელი იქნება ბილეთის შეკვეთა:გეთაყვათ მომეცით ბილეთი ნურსულთან-ნაზარბაევი, იქიდან ნაზარბაევი-ნურსულთანი"

image


"რა გქვია?

-ნურსულთანი

სად ცხოვრობ?

-ნურსულთანში

რა ადგილზე?

-ნურსულთანის ქუჩაზე, ნურსულთანის აეროპორტის გვერდზე

-სად სწავლობ?

-ნურსულთან ნაზარბაევის სახელობის უნივერსიტეტში"



"აბა თამაში ვის გინდათ, შევცვალოთ ფილმის სახელები "ნურსულთანით"



"ნურსულთან აბა დამაცადე"


"ნურუსლთანი მარტო სახლში"


"ნურსულთანი იცვლის პროფესიას"


"ნურსულთანის ორმოცდაათი ელფერი"


"დამიჭირე თუ შეძლებ ნურსულთან"



გადაკეთებული ტექსტი სიმღერიდან "Если б я был султан"(კავკასიელი ტყვე ქალი)


Если б я был султан

Был бы Нурсултан

В честь себя бы назвал

Целый Казахстан

Но с другой стороны

Лучше назову

В честь себя не всю страну

А просто Астану


1
568
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
568
  
2019, 22 მარტი, 14:12
ეხლა რომ დავწერო "ტეხავს"-თქო ათასი ვითომ ქართველი თავდამსხმელი გამომიჩნდება, ქართველები ვის რით სჯობიხავთ, თქვენს თავს მიხედეთო :))) მაგრამ მაინც დავწერ - ძალიან ველური და ტყიური ხალხია ყაზახები თუ ამას შეეგუენ :დ
0 1 1