x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
"საქართველოს თითოეული მოქალაქის ძარცვის კიდევ ერთი სკანდალური და ასტრონომიული მასშტაბების ფაქტი„ - რუსუდან ცირეკიძე

image

2013წლიდან 2017 წლის ჩათვლით ივანიშვილის ხელისუფლებას მსუბუქად, რომ ვთქვათ საერთო ჯამში გაფლანგული აქვს 1 მილიარდ 866 მილიონი ლარი, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოების ზარალის ნაწილში. ეს ფული კი გადავიხადეთ ჩვენ, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ. ანუ, ივანიშვილმა მხოლოდ ამ კომპონენტში ჯიბიდან ამოგვაცალა 2 მილიარდამდე ლარი. ----------------------------



საქართველოს თითოეული მოქალაქის ძარცვის კიდევ ერთი სკანდალური და ასტრონომიული მასშტაბების ფაქტი:


მაშ ასე, გიორგი ისაკაძემ თვალნათლივ დაგვანახა დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე მსხვილი კორუფციული "შავი ხვრელის" ანატომია.
სამწუხაროდ საზოგადოება მოკლებულია გამოძიების ინსტრუმენტებს, მაგრამ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება დაუსვას ხელისუფლებას ძალიან მწვავე კითხვები. თუმცა ისევე როგორც სხვა კითხვები, ესეც უპასუხოდ დარჩება. რაც ცალსახად დაადასტურებს იმ ვარაუდს, რომ ხელისუფლება ჩაფლულია კორუფციის ჭაობში და თავხედურად ძარცვავს მოქალაქეებს.


საქმე ეხება იმ სახელმწიფო საწარმოთა ფინანსურ ანგარიშგებას, რომელთა საშუალებითაც იძარცვება საქართველო და თითოეული ჩვენი თანამოქალაქე. ნაძარცვი კი ხელისუფალთა ჯიბეებში ილექება.


დღევანდელი მონაცემებით სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა საქართველოში 236-ს შეადგენს. ხოლო მათი შვილობილი კომპანიების რაოდენობა 50-ს აღწევს. 2017 წლის შედეგებით ამ სახელმწიფო კომპანიების საერთო ბრუნვამ შეადგინა 3 მილიარდ ლარზე მეტი. ხოლო ამ საწარმოებში დასაქმებულია 61 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე.


სააკაშვიის ადმინისტრაციის პირობებში, მაგალითად 2012 წელს ამ საწარმოთა საერთო სუფთა მოგება შეადგენდა 151 მილიონ ლარს. რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების უმნიშვნელოვანესი წყარო იყო და ეს საწარმოები ამდიდრებდნენ ქვეყნის მოქალაქეებს, ამდიდრებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს.
2013 წლიდანვე, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ, მათივე ტერმინოლოგია რომ ვიხმარო - "გადაალაგა ყველაფერი" და გადალაგებისთანავე ამ საწარმოთა ზარალმა 2013 წელს შეადგინა 45 მილიონი ლარი. ანუ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ივანიშვილის ხელისუფლებამ დაიწყო სახელმწიფო ქონების დატაცება და სტარტიდანვე გეზი აიღო კორუფციაზე. 2014 წელს სახელმწიფო საწარმოთა საერთო ზარალი წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა და უკვე 61 მილიონი ლარი შეადგინა. მადა ჭამაში მოდისო და უკვე 2015 წელს სახელმწიფო საწარმოთა საერთო ზარალმა კოსმოსურ მასშტაბებს მიაღწია და შეადგინა 757 მილიონი ლარი. ძარცვის მასშტაბები უკეთესად გასაანალიზებელი, რომ იყოს გეტყვით: ეს არის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი. გააცნობიერეთ რა მასშტაბის ძარცვასთან გვაქვს საქმე? მაშინ გავაგრძელოთ. 2016 წელს ამ კომპანიების საერთო ზარალმა შეადგინა 441 მილიონი ლარი. ხოლო, 2017 წელს ზარალმა შეადგინა 562 მილიონი ლარი.
ყოველივე ეს ავსახე ქვემოთ წარმოდგენილ დიაგრამაში, რათა ანალიზის საშუალება გამემარტივებინა. რეზიუმე ძალიან მარტივი, მაგრამ ამავდროულად კატასტროფულია:
2013წლიდან 2017 წლის ჩათვლით ივანიშვილის ხელისუფლებას მსუბუქად, რომ ვთქვათ საერთო ჯამში გაფლანგული აქვს 1 მილიარდ 866 მილიონი ლარი, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოების ზარალის ნაწილში. ეს ფული კი გადავიხადეთ ჩვენ, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ. ანუ, ივანიშვილმა მხოლოდ ამ კომპონენტში ჯიბიდან ამოგვაცალა 2 მილიარდამდე ლარი.
გგონიათ ამით მთავრდება სახელმწიფო კომპანიების მენეჯმენტთან დაკავშირებული კატასტროფული პრობლემები? არა ბატონები. ეს მხოლოდ ნაწილია. მეორე, არანაკლებ სენსაციური მაჩვენებელია ამ სახელმწიფო კომპანიების მიერ კრედიტების სახით დაგროვილი დავალიანება, რომელიც მათი წამგებიანობის გამო ასევე ბიუჯეტის გადასახდელია. ანუ, უნდა დაიფაროს თითოეული მოქალაქის ჯიბიდა. 2017 წლის მდგომარეობით სახელმწიფო კომპანიების საკრედიტო დავალიანება შეადგენს 900 მილიონ ლარს. ანუ თითოეული მოქალაქის ჯიბიდან, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოთა კომპონენტში ამოღებული და გაფლანგულია დაახლოებით 3 მილიარდი ლარი.
რასთან გვაქვს საქმე, ამისი ანალიზი და დასკვნები უკვე მკითხველისთვის მომინდია.imageimage

0
260
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0