x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
6 წლის ბიჭმა ლონდონის რესტორნისთვის ლოგო შექმნა
ყველა კომპანიას, რასაც არ უნდა საქმიანობდეს, კარგი ლოგო სჭირდება. დამფუძნებლები მასში ბევრ ფულს იხდიან და ქირაობენ დიზაინერებს. აი, Jolene-ს რესტორანმა ლოგოს სახით 6 წლის ბიჭის მიერ დახატული სურათი გამოიყენა. რა არის მასში განსაკუთრებული?


image

გულუბრყვილო და ბავშვური

ზუსტად ასეთი ლოგოს დანახვა სურდა რესტორან Jolene-ს დამფუძნებელს. მან ასეთი თხოვნით გრაფიკულ დიზაინერს, ფრიტა კერუს მიმართა.


image



დიზაინერი ამოცანას არასტანდარტულად მიუდგა - მან დამფუძნებელს მისი პატარა ვაჟიშვილის შესრულება გადასცა. ვინ ასახავს გულუბრყვილო სიმარტივეს, რომელიც Jolene-ს კონცენფციას წარმოადგენს, ბავშვზე უკეთ?


image


ბავშვი ბეჯითი აღმოჩნდა, მან რამდენიმე ვარიანტი დახატა. კერუს ყველაზე მეტად დახრილი ხელნაწერი მოეწონა, რომლის შემხედვარე ყველა შეუცდომლად მიხვდება, რომ ეს ბავშვის ნამუშევარია.


პოპულარობა

ეს ლოგო უკვე გაჩნდა ქაღალდის პარკებსა და ეკოლოგიურ ჩანთებზე. მისი დანახვა შეგიძლიათ რესტორნის მენიუსა და ინტერიერში.


image

ლოგოს დამმუშავებელი სტუდიის თქმით, ლოგო უნივერსალურია იმ გაგებით, რომ სხვადასხვა ფორმებში შეიძლება მისი არსებობა.


image

სხვათა შორის, რესტორანი მხოლოდ 2018 წლის სექტემბერში გაიხსნა. ის ჯერემი კომეტო-ლინგენჰაიმას და ცნობილი შეფ-მზარეულის, დევგ გინგელის მესამე დაწესებულებაა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 6 მლნ დოლარად შეფასებულ მცურავ სახლს ქარიშხალი „ირმას“ გაძლებაც შეუძლია

image

2. ჭურჭლის მრეცხავმა 21 მლნ მოიგო მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ კვირა დღეს მუშაობა აიძულეს

image

3. ლეონარდო დიკაპრიოს კერძო კუნძული: აი, როგორ გამოიყურება სამოთხე

image

4. 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს

image

5. ფინეთში სამუშაოზე დღის ძილი შემოიღეს. ეს დრო ანაზღაურებადია. არა, ეს ხუმრობა არაა

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
138
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0