x
image
white knight
სტალინის 12 ქართული საქმე, რომელიც დიდ ბელადს სხვა თვალით დაგანახებთ
image

საქართველოში დღემდე კამათია იმის შესახებ, თუ ვინ იყო სტალინი; პატრიოტი თუ მოღალატე?; მართლმადიდებლობის მტერი თუ მართლმადიდებლობის დამცველი?; კაცთმოძულე ტირანი თუ მუშათა და ჩაგრულთა კლასისთვის თავგანწირული სოციალისტი? ამ კითხვებს ყველაზე კარგად მის მიერ გაკეთებული საქმეები გასცემენ პასუხს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება სტალინზე. ყველაფერ ცუდს მას მიაწერენ კარგზე კი არაფერს ამბობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სტალინის დანაშაულებებზე როდესაც საუბრობენ, ამ დანაშაულების დიდ ნაწილში მას საერთოდ არ მიუძღვის ბრალი. სტალინს მიაწერენ ისეთ ფრაზებს, რომელიც არასდროს უთქვამს, მაგალითად: "არ არის კაცი, არ არის პრობლება". მას მიაწერენ ასევე ავტონომიების შექმნას საქართველოში, საქართველოს გასაბჭოებას, ქართული მიწების დაკარგვას და სხვა მრავალ დანაშაულს. ფაქტები კი, საპირისპიროზე მეტყველებენ. წავიკითხოთ სტალინის გაკეთებული ქართული საქმეები, რომლებიც დიდ ბელადს სხვა თვალით დაგვანახებს.

1. 1943 წელს სტალინის ბრძანებით საქართველოს გადაეცა ქლუხორისა და ახალხევის რაიონები, რომლებსაც საქართველო 1955 წლამდე ფლობდა. 1955 წელს სტალინის და ქართველების დიდმა მოძულემ, ნიკიტა ხრუშჩოვმა ქლუხორი და ახალხევი საქართველოს ჩამოართვა. დღეისათვის გავრცელებული პროპაგანდით, სტალინს მიაწერენ აფხაზეთის, სამაჩაბლოს და აჭარის ავტონომიების შექმნას. სინამდვილეში, აფხაზეთს ავტონომიის სტატუსი მიანიჭა ნოე ჟორდანიას მთავრობამ 1919 წელს. აჭარას ავტონომიის სტატუსი საქართველოს ხელისუფლებამ მიანიჭა 1921 წელს, რელიგიური ფაქტორის გამო, ხოლო სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა 1922 წელს. რაც შეეხება დაკარგულ ტერიტორიებს, 1918 წელს, სომხეთთან ომში გამარჯვების მიუხედავად, ინგლისმა აიძულა საქართველო, დაეთმო ლორე და ექცია ნეიტრალურ ზონად საქართველოსა და სომხეთს შორის. გასაბჭოების შემდეგ ლორე ორ ნაწილად გაჰყვეს, ჩრდილოეთი, რომლის ცენტრსაც შულავერი წარმოადგენდა, საქართველომ მიიღო, სამხრეთი კი სომხეთმა. სადავო ტერიტორია იყო ჰერეთიც, ოღონდ საქართველოსა და აზებრაიჯანს შორის. ჰერეთს ქართული მხარე ნაწილობრივ აკონტროლებდა და ამ საკითხის მოგვარება იმჟამად ვერ მოხერხდა. 1920 წელს საბჭოთა აზერბაიჯანი შემოიჭრა საქართველოში ჰერეთის მხრიდან, მაგრამ ქართველებმა შეძლეს მათი შეჩერება, თუმცა ჰერეთი მოწინააღმდეგეს დარცა. 1918 წელს ქართულმა არმიამ მოიგერია თეთრგვარდიელების შეტევა და დაიკავა სოჭის ოლქი. მოგვიანებით, დენიკინმა ტერიტორიული პრეტენზია წაუყენა საქართველოს. ინგლისის ჩარევით მოხერხდა სიტუაციის დარეგულირება. ინგლისმა საქართველოს მისცა გარანტია, რომ თუ ქართული ჯარი სოჭს დატოვებდა, იქ დენიკინის არმია არ შევიდოდა, მაგრამ ქართული ჯარის გასვლისთანავე სოჭი დენიკინმა დაიკავა. 1920 წელს დაიდო ხელშეკრულება საქართველოსა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის, რომლის მიხედვითაც საქართველო თმობდა სოჭის ოლქს და ორ ქვეყანას შორის საზღვარი ფსოუზე გადიოდა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი თავს დაესხა საქართველოს. ამით ისარგებლა თურქეთმა და დაიკავა ართვინი, არდაგანი და ბათუმი. ლენინი აპირებდა შეგუოებოდა, თურქეთის მიერ სამხრეთ საქართველოს, მათ შორის აჭარის დაკავებასაც, მაგრამ ამის წინააღმდეგ წავიდა სტალინი. მარტის შუა რიცხვებში საბჭოთა რუსეთი შეუთანხმდა გენერალ მაზნიაშვილს, წამოეწყო ოპერაცია აჭარის თურქთაგან განსათავისუფლებლად. მაზნიაშვილის ჯართან ერთად იბრძოდნენ ქართველი ბოლშევიკები და აჭარელი პატრიოტებიც. საერთო ძალებით მოხერხდა თურქების აჭარიდან განდევნა.

image


2. 1944 წელს სტალინის ბრძანებით სამცხე-ჯავახეთიდან აყარეს პროთურქულად განწყობილი თურქები, აზერები, ქურთები და ლეკები. საერთო ჯამში 120 000 სული, რომლებიც შუა აზიაში გადაასახლეს მათ ადგილას კი ქართველები ჩაასახლეს.



3. 1943 წელს სტალინმა აღადგინა საქართველოს ავტოკეფალია. ცნობილია, რომ სტალინს არასდროს მიუღია მონაწილეობა ებრაელი ბოლშევიკების მიერ მოწყობილ ეკლესიების დანგრევაში და სასულიერო პირების დახვრეტაში. ეს ამ ფაქტითაც მტკიცდება.



4. 1945 წელს სტალინი დაუკავშირდა შარლ დე გოლს და მოსთხოვა მენშევიკების დროს საქართველოდან გაზიდული ეროვნული საგანძურის დაბრუნება. 248 ყუთიდან, დაბრუნდა 39 ყუთი, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ინახავდა. დანარჩენი: სახელმწიფო ხაზინა, ოქროს ზოდები, ვერცხლი და ფული, მენშევიკებმა ლევილის მამულის შეძენაში და საფრანგეთში დროსტარებაში დახარჯეს.


imageimageimage




5. 1922 წელს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა. მსგავსი პრივილეგიით არც ერთ რესპუბლიკას არ უსარგებლია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოსახლეობა სხვა რესპუბლიკებზე უკეთ ცხოვრობდა. საქართველო მოიხმარდა იმაზე 4-ჯერ მეტ პროდუქტს, რასაც ქმნიდა. ტყუილია, რომ სტალინი თავს რუსად თვლიდა. ოფიციალურ დოკუმენტებში, ეროვნების გრაფაში თავის ხელით აქვს ჩაწერილი: ეროვნება – ქართველი.

image



6. სტალინის ბრძანებით აფხაზეთში, სოჭში, სამაჩბლოში, სამცხე-ჯავახეთში და ჩრდილოეთ კავკასიაში ჩასახლეს ქართველები, რის შემდეგადაც გაუმჯობესდა ეთნიკური ბალანსი ქართველების სასარგებლოდ. რომ არა ხრუშოვის გადაწყვეტილება, შუა აზდიიდან ჩრდილოკავკასიელების დაბრუნებაზე, დღეს ჩრდილოეთ კავკასიის დიდი ნაწილი გაქართველებული იქნებოდა.



7. 1929 წელს სტალინმა გაუუქმა აფხაზეთს რესპუბლიკის სტატუსი და იგი ისევ საქართველოს განუყოფელ ნაწილად აქცია. სტალინის ახალი კონსტიტუციით აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ჩამოერთვათ უფლება, გამოყოფოდნენ როდესმე საქართველოს. ცნობილი არის ფაქტები, თუ როგორ სასტიკად გაუსწორდა სტალინი და ბერია აფხაზ და სომეხ სეპარატისტებს. ლავრენტი ბერიამ საკუთარი ხელით თავის კაბინეტში დააჭედა ტყვია სომხეთის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანს, აგასი ხანჯიანს, რომელმაც მას სომხეთისთვის ჯავახეთის გადაცემა მოთხოვა.

1936 წელს სტალინმა შეიტანა შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკებს უფლება მიეცათ, თვითონ განესაზღვრათ თავიანთი ბედი.



8. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა მიზნად დაისახა საქართველოსთვის ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება. მან თურქეთის მისამართით ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა. განაცხადა, რომ 1921 წელს თურქეთმა მოახდინა ართვინის, არდაგანის და ყარსის ოლქების ანექსია. თუ კი თურქეთს სურს მოკავშირეობა, მაშინ საზღვრები უნდა გაასწორონო. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეობა გამორიცხულიაო. სტალინმა შეიმუშავა თურქეთზე თავდასხმის გეგმა ტრაპიზონის-ყარსის და ერზრუმის მიმართულებით. მაგრამ თურქეთს დამცველად ა.შ.შ და ბრიტანეთი მოევლინა. ამერიკის შეერთებული შტატები იმ პერიოდში ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობდა, ამიტომაც სტალინი იძულებული გახდა მასთან დაპირისპირებაზე და ჩანაფიქრის განხორციელებაზე უარი ეთქვა.

image



9. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებით სტალინმა დათვური სამსახური გაუწია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. ცნობილი არის, რომ გერმანული დივიზიების დაახლოებით 80% განადგურდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში, ამიტომ სტალინის და საბჭოთა რესპუბლიკების დიდ წვლილზე დღეს არავინ კამათობს. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოპერაციას, რომელიც ბელორუსიის განთავისუფლებას ისახავდა მიზნად, სტალინმა პეტრე ბაგრატიონის საპატივცემულოდ უწოდა "ოპერაცია ბაგრატიონი".



10. 1945 წლის 2 მაისს საბჭოთა ჯარებმა აიღეს ბერლინი. სტალინის ბრძანებით რაიხსტაგზე დროშის აღმართვის პატივი წილად ხვდა ქართველს და რუსს; მელიტონ ქანთარიას და მიხეილ ეგოროვს.

image



11. 1942 წელს გასამართლებული იქნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელები, რომელთაც დახვრეტა მიესაჯათ. 1937 წელს სტალინის ბრძანებით დიდი პატივით გადაიხადეს ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლის იუბილე.

image


12. 1951 სტალინმა მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. მეტრო იმ დროს მხოლოდ მილიონიან ქალაქებს ეკუთვნოდათ, თბილისი მოსახლეობა კი დაახლოებით ნახევარი მილიონი იყო. მიუხედავად ამისა, გასაგები მიზეზების გამო, გადაწყდა, აშენებულიყო თბილისში მეტროპოლიტენი. თბილისი იყო მე-4 ქალაქი საბჭოთა კავშირში, სადაც მეტრო აშენდა. მეტროპოლიტენის აშენება მოხდა არა მარტო კომფორტული გადაადგილებისთვის, არამედ ის წარმოადგენდა თავშესაფარს დაბომბვის შემთხვევაში და მას უნდა დაიცავდა მოსახლეობა დიდი მსხვერპლისაგან.

image


სტალინის მიერ გაკეთებული ქართული საქმეების სია შეიძლება კიდევ უფრო გაგრძელდეს და უამრავი ფაქტი იქნას მოყვანილი იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ ზრუნავდა ბელადი საქართველოს და ქართველი ხალხის მომავალზე, როგორ არღვევდა ზოგჯერ წესებს და ანიჭებდა ქართველებს პრივილეგიას საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამჯერად ამ 12 მნიშვნელოვანი ფაქტით დავკმაყოფილდეთ. სიის გაგრძელება თქვენთვის მომინდვია.





14
6310
8-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:white knight
white knight
6310
  
2020, 27 მაისი, 15:24
სტალინის მართლმადიდებლობის მითის ნაწილია აგრეთვე შეხედულება, თითქოს მან აღუდგინა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია. გარდა იმისა, რომ კანონიკურად ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს წყვეტს მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) პატრიარქი, ამ მითში ფაქტები აღრეულია გამიზნულად. საქართველოს ეკლესიამ რუსეთის მიერ ძალადობრივად წართმეული ავტოკეფალია 1917 წელს აღიდგინა, მსოფლიო საპატრიარქომ კი ეს ფაქტი 1990 წელს ცნო.

1943 წელს, სტალინის ნებით, რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო რუსეთში პატრიარქის დასასმელად - საეკლესიო კანონიკის თანახმად, ეს რომელიმე მართლმადიდებელ პატრიარქს უნდა განეხორციელებინა. იმ დროს საბჭოთა ხელისუფლების გავლენის ქვეშ ერთადერთი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იმყოფებოდა, რომელსაც დაევალა კიდეც კურთხევის ცერემონიის წინამძღვრობა. საქართველოს კათალიკოსმა კალისტრატემ კრემლის მესვეურებს განუმარტა ის უხერხულობა, რაც იქმნებოდა ამ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ეკლესია არ ცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და, შესაბამისად, მისი, როგორც კათალიკოს-პატრიარქის უფლებამოსილებას. ამან განაპირობა 1943 წელს თბილისში სტუმრად ჩამოსული რუსეთის ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალურად ცნობა.
2020, 28 მარტი, 8:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ბატონი 420-ის კომენტარზე
2020, 28 მარტი, 7:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კახაბერ კახაბერისძე-ის კომენტარზე
2020, 28 მარტი, 1:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

მისმა ბოროტმა გენიამ შექმნა უზარმაზარი იმპერია, თავის რელიგიითა(ლენინი, მარქსი და ენგელსი სამპიროვანი ღვთაება, ხოლო მოციქული თავად ის) და იდეოლოგიით < სოციალიზმ-კომუნიზმი>. მისთვის ერთი და თუნდაც მილიონი ადამიანის სიცოცხლე უფასური იყო და ჩემი რწმენით, ადრეული ახალგაზრდობის მერე < "ტოროლას მერე> მთელი ცხოვრება ებრძოდა ღმერთს, უმტკიცებდა მასსაც და თავისთავსაც, რომ სიცოცხლით თამაში მასაც "ეხელმწიფებოდა" და შეეძლო ამქვეყნიური "სამოთხე" შეექმნა. პრინციპში, კურიოზულია, თუმცა ამასვე გვპირდებიან მასონებიცა და "სიონისტთა ბრძენი მამებიც".
ანუ, "21-ე საუკუნეა და ყველაფერი გენიალურადაა" - ასეც შეიძლება ამ სტატიის კომენტირება მოკლედ.
აქვე დავამატემ, რომ ზუსტად იმ სადავო ტერიტორიების განაწილების საქმეს სტალინი ხელმძღვანელობდა 1921-22 წლებში - ეს ისე, ინფორმაციისთვის!
აქვე ჩემსვე ადრინდელ კომენტარს გადმოვიტან:
ვეთანხმები, რომ "სტალინს აქვს საკმარისი ცოდვები, მაგრამ უფრო მეტს აბრალებენ", თუმცა და ამასთანავე, ფაქტებს ვერ წაუვალთ. პირველ რიგში, ის რომ უამრავი(!) ხალხი გაიჟუჟა გამოგონილი და შეთითხნილი ბრალდებებით. ის არგუმენტი, რომ თავად არც იცოდა და მერე მაგის ჩამდენები დასაჯა-დახვრიტაო, ცოტა სასაცილოა. ბოლო-ბოლო, ამხელა ომის მომგებ კაცს, მართლა გენიოსს, რბილად რომ ვთქვათ, "ჩრდილი ადგება" - ილიკოს პერიფრაზის არ იყოს: "დედამიწის გულში რა დევს, მაგი იცის და ეგ არ ეცოდინებაო"?
სტალინის გენიით მოხიბლულ ადამიანებს (სარკაზმით ნამდვილად არ ვამბობ, გენია იყო!) ახასიათებთ მისი ქართული ხასიათის წარმოჩინება და იმის ხაზგასმა, თითქოსდა თავისი კარიერის განმავლობაში, "ქართული საქმეები" მოსვენებას არ აძლევდა მას. ქვემოთ აღნიშნულ, მის მიერვე ნათქვამი თავისი წარმომავლობის შესახებ რომ ვუგულველყოთ, მისი პოლიტიკა მაინც ვერსად "გაიქცევა". და სამწუხაროდ, რამდენი ანტიქართულია ამ სიაში. საქართველოს ანექსია უმთავრესია, მაგრამ "გადავდოთ" გვერდზე, ჩავთვალოთ, რომ სტალინმა, ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთის კეთების მოტივით "გააწითლა" საქართველო. ავიღოთ თურქეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები - 1945-ში თურქეთი ახალნაშობი ბატკანივით ცახცახებდა სსრკ-ს წინაშე და თუ მართლაც საქართველოსთვის რამეს გრძნობდა, ის ტერიტორიები უნდა ჩამოეჭრა თურქეთისთვის, მაგრამ ჩერჩილს გაურიგდა და ბალკანეთში გაცვალა, რატომ? იმიტომ დიად სსრკს, ბალკანეთი უფრო გამოადგებოდა, ვიდრე ტაო-კლარჯეთი. სტალინის მიერ ამის გაკეთებას "ქართულ-ეროვნულით" თუ ვინმე ახსნის, სულ მცირე მადლიერი დავრჩები. ახლა ის რომ, თურმე დიდი პოლიტიკას ასე სჭირდებოდა, აპ-აპა-აპა, ასე არ ქნათ. იმიტომ რომ, საქმეც მაგაშია, "დიდ, სსრკს პოლიტიკას" სჭირდებოდა და არა საქართველოს. აქედან დასკვნა: არ იყო ეგ კაცი ბატონებო, ქართველი, თავად არ მიაჩნდა თავი ქართველად და ჩვენ რატომ ვაბრალებთ, მართლა არ მესმის. მისმა ბოროტმა გე
2019, 26 მარტი, 1:37
სტალინზე მაგარი ხრუშოვი თავადვე გამოყავთ
2019, 24 მარტი, 9:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ბატონი 420-ის კომენტარზე
2019, 24 მარტი, 4:35
სტალინის სიკვდილის შემდეგ, დემოკრატებმა, ანუ მისმა მტრებმა კაპიტალისტებმა, ისეთი ანტისტალინური კამპანია გააცაღეს, რომ ახალი თაობის აზრით, სტალინის სისასტიკემ და სისხლის წყურვილმა, გიტლერის მანიაკ პოლიტიკასაც გადააჭარბა.
არა და იმ დროში, ყველაზე ლმობიერი მმართველი იყო.
სტალინმა რისი უფლებაც ხალხს 1936 წლის კონსტიტუციით, ამერიკელებმა და დასავლეთმა, მხოლოდ 70 წლების დასასრულს გააკეთეს და კიდევ სტალინია „„კრავაპიიცა“““???
ვიამაყოთ, რომ სტალინი ქართველი იყო. გამოვიყენოთ მისი სახელი ქვეყნის სასიკეთოდ და არა წავშაალოთ ისტორიიდან. მაინც ვერ ამოვშლით, ის სამუდამოდ დარცა ისტორიაში, როგორც დიდი სტალინი და ჩვენ ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ მაინც!!!
სომეხი რომ ყოფილიყო, მერე გენახათ მსოფლიოს მასშტაბით მისი პიარი...
ახპერ! ტი ზნაეშ???!! და მიდი მოვდივარ....
აი ვისგან უნდა ავიღოთ მაგალითი და ვისგან უნდა ვისწავლოთ!!! აქვე არიან, ჩვენ გვერდში...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10