x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
გასაოცარი "ცოცხალი" გრაფიკები ანუ კაცობრიობის ისტორია ხუთ წუთში

საოცარი სანახავია ცოცხალი გრაფიკი იმისა, თუ როგორ თანდათანობით აძევებს კომპანია Apple მსოფლიოს წამყვანი ბრენდების და კომპანიების სიიდან Toyota-ს, Mercedes-Benz-ს, Microsoft -ს და Coca-Cola-ს, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში იყო ამ სიის ლიდერი და ის, თუ როგორ იცვლებოდა მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქების რეიტინგი 1500 წლიდან დღემდე. გინახავთ კაცობრიობის ისტორია, ჩატეული ხუთ წუთში? - ყველაფერ ამას ამ პოსტიდან შეიტყობთ.

დიახ, ესაა პოსტი იმაზე, თუ როგორ ჩნდებიან და ქრებიან დიდი იმპერიები წამების განმავლობაში.



image


მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქები 1500-დან 2018 წლამდე



მოსახლეობის რაოდენობა იზომება ათასი ადამიანით. გრაფიკზე ნათლად ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქალაქების რეიტინგი საუკუნეების და წლების განმავლობაში.



ქვეყნების მოსახლეობა 1950-2050 წლებში



მოსახლეობა ნაჩვენებია მილიონობით ადამიანში. როგორც ხედავთ, ჩინეთი პირველობას ჯერჯერობით არავის უთმობს, თუმცა მოსალოდნელი პროგნოზებით მის დაწევას და გასწრებას 2050 წლისათვის ინდოეთი შეძლებს.



ტოპ-15 მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდი 2000-2018 წლებში



ცოცხალი გრაფიკი საოცრად მკაფიოდ გვიჩვენებს იმას, თუ როგორ "ჩამოაგდეს" პირველი ადგილიდან Apple-მა და Google-მა Coca-Cola, რომელიც ათეულობით წლების მანძილზე ინარჩუნებდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდის ტიტულს.



ოლიმპიური მედლების რაოდენობა 1896 - 2016 წლებში



აქ უკვე ყველაფერი ნათელია: აშშ უკვე დიდი ხანია მყარად ინარჩუნებს პირველ ადგილს ოლიმპიური მედლების რაოდენობის მიხედვით.



ყველაზე ხშირად მონახულებადი ინტერნეტ-საიტები 2016-2018 წლებში



საიტების პოპულარობა იზომება მილიონი ნახვებით. ცნობისათვის: Taobao-ჩინური ინტერნეტ მაღაზიაა; Baidu - Google-ის ჩინური ანალოგი; QQ -ყველაზე პოპულარული მესენჯერი ჩინეთში. თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის მოსახელობის რაოდენობას, გრაფიკი სრულებით ლოგიკურია. ათეულში შესული სხვა საიტები თქვენთვის უკვე კარგადაა ცნობილი.



ქვეყნების ტოპ-15 ერთობლივი შიგა პროდუქტის მაჩვენებლის მიხედვით



ერთიობლივი შიგა პროდუქტი იზომება მილიონ დოლარში. მცოცავი გრაფიკი ნათლად გვაჩვენებს, რომ აშშ ამ მაჩვენებლით პირველობას არავის უთმობს (ნეტა ოდესმე გვეღირსება, საქართველო რომ მოხვდეს ამ გრაფიკის ათეულში კი არა, თუნდაც ოცეულში? )



ოგორ იცვლებოდა ევროპის ქვეყნების დროშები 1444-2015 წლებში



სასიამოვნოა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ქვეყანაც ვიხილეთ გრაფიკზე თავისი ხუთჯვრიანი დროშით.



სამწუთიან ვიდეოში ჩატეული ევროპის ათასწლოვანი ისტორია




ეს კი ხუთ წუთში ჩატეული კაცობრიობის ისტორიაა. უყურეთ ვიდეოს და ნახეთ, რა გზა გავიარეთ და როგორ ვვითარდებოდით იმ დროის განმავლობაში, რაც კაცობრიობა არსებობს.





0
25
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0