x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451202
თქვენ უკვე იპოვეთ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი? - 8 ძირითადი ნიშანი იმისა, რომ სასიყვარულო ურთიერთობას მომავალი არ აქვს

image

დაშორების შემდეგ, ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვცდილობთ, გავაანალიზოთ, ეს რატომ მოხდა. ალბათ, ძირითადად, ჩვენ ამაში ვადანაშაულებთ საკუთარ თავებს, ჩვენს პარტნიორსა და გარემოებებს. უმჯობესია, კარგად დაფიქრდეთ ყველაფერზე და განსაზღვროთ, იყავით თუ არა მზად ურთიერთობისთვის.


გთავაზობთ რვა მაგალითს, როდესაც ურთიერთობა ნამდვილია და დიდხანს გრძელდება, მზად ხართ, შეადაროთ თქვენს ურთიერთობებს?



8. პერსონალური განვითარება


image

როცა წყვილს შორის ჯანსაღი ურთიერთობა არსებობს, ორივე ვითარდება. წყვილები უკეთეს სამსახურს პოულობენ და კარგ კარიერას იქმნიან, ისინი ერთმანეთს მხარში უდგანან და თანაუგრძნობენ. თუ ასე არაა და ურთიერთობა არაჯანსაღია, მაშინ თქვენ კარგავთ მეგობრებს, არაფერი გამოგდით სამსახურში და დროულად უნდა მიხვდეთ ამის მიზეზს.



7. წყვილების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება


image


ერთ-ერთი მთავარი წესი ურთიერთობაში არის ის, თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი პარტნიორი ისეთად, როგორიც იგია. რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება იმედი იქონიოთ, რომ მათ შეცვლით, მაგრამ ძალდატანება არ არის სასურველი. პირველ რიგში, თქვენ უნდა გქონდეთ კარგი არგუმენტები და თანაც, უნდა დაფიქრდეთ, რომ თქვენ თუ ადამიანი გიყვართ, უნდა გიყვარდეთ თავისი უარყოფითი მხარეებითაც.

image

პარტნიორს, რომელსაც მართლა უყვარხართ ყოველთვის ექნება თქვენი გაგების უნარი და თქვენს ყველაზე გიჟურ იდეებსაც კი მხარს დაუჭერს, არა იმიტომ რომ ეს ასე უნდა იყოს, არამედ იმიტომ, რომ ის იზიარებს თქვენს ინტერესებს.


6. ემოციები


image


თქვენ ერთმანეთთან თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ, თუ ასე არაა, მაშინ აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ, რომ ეს ურთიერთობა წარუმატებელია. როდესაც წყვილის ემოციები ერთმანეთს არ ესადაგება, ურთიერთობას განვითარება არ უწერია.


5. იმის დასტური, რომ პარტნიორებს ერთმანეთი უყვართ


image

როდესაც წყვილი ერთმანეთთან კარგადაა, არ სჭირდება ამის რაიმე დასტური, რა თქმა უნდა, ყურადღება ყველას სიამოვნებს და საჩუქრებიც, მაგრამ თუ ამით განსაზღვავთ სიყვარულის არსებობა-არარსებობას, ესეიგი ეჭვი გეპარებათ ამ ურთიერთობაში. ეს ეჭვი ერთ დღეს დიდ პრობლემად გადაიქცევა და სიყვარულიც დასრულდება.


4. თვითაღქმა


image
როდესაც ურთიერთობა ჯანსაღია, არც ერთი პარტნიორი არ ცდილობს თავიანთო ნაკლოვანებები ერთმანეთს გადააბრალოს. მათ იციან რა უნდათ და ბოროტად არ იყენებენ ერთმანეთს, პირიქით, ზრუნავენ ერთმანეთის ბედნიერებაზე, თუ ასე არ ხდება, ასეთი ურთიერთობა განწირულია.


3. პრობლემები

image

ყველა წყვილის ურთიერთობაში ჩნდება პრობლემები, მაგრამ როცა ურთიერთობა ნამდვილია და სიყვარული ძლიერი, წყვილები პრობლემებს ლახავენ და მათი სიყვარული უფრო წრფელი და ძლიერი ხდება, თუ პატარა დაბრკოლებასაც კი დიდი კონფლიკტი მოსდევს, ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება.

2. თავდაჯერებულობა და ნდობა

image
თუ თქვენს ურთიერთობაში არ არის ეჭვიანობა და თქვენ ერთმანეთს ენდობით, მხოლოდ ასე შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს თქვენი სიყვარული. ეჭვიანობა ანადგურებს სიყვარულს, ამიტომ წყვილს შორის უნდა არსებობდეს ნდობა და ორივე საკმარისად თავდაჯერებული უნდა იყოს ურთიერთობისას.


image

თუმცა ბრმადაც არ უნდა ენდოთ, თუ თქვენი პარტნიორი ხშირად იმიზეზებს გაურკვეველ შეხვედრებს, უფრო მეტი, ის ცივია და გაურბის გულწრფელ საუბრებს, ესეიგი ეს ურთიერთობა დასასრულებელია.



1. სიყვარული


image

სიყვარულში მთავარია სწორად სიყვარულის გაზიარების უნარი, თუ თქვენ გასცემთ და შესაბამის სიყვარულსა და სითბოს ვერ იღებთ, უნდა დაფიქრდეთ, გიღირთ თუ არა ეს ურთიერთობა.






0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0