x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საჭირო პროდუქტები, რომლებიც იცავს და აღადგენს ღვიძლის ფუნქციას
ვინც არ იცით, გაგიკვირდებათ, რომ ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა. მას ხომ უწევს გაუმკლავდეს და გადაამუშავოს ჩვენს ორგანიზმში არსებული ყველა სახის ნივთიერება. თუმცა, თუ მას დაბრკოლება ექმნება და ასე რომ ვთქვათ - იტანჯება, მაშინ აუცილებლად გამოიწვევს პრობლემებს.


image


ბევრს ბრმად სჯერა, რომ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები მაინცდამაინც ალკოჰოლზე დამოკიდებულება ხდება, თუმცა ასე არ არის, ღვიძლის ფუნქციის მოშლისა და სხვა მიზეზების გამომწვევი ფაქტორები ნამდვილად არსებობს და ესენია: არასწორი კვება, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტის მე-2 ტიპი, მეტაბოლური პრობლემები, ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი.



რა სახის ვიტამინი სჭირდება ღვიძლს?

image


ერთ-ერთი ძირითადი და ყველაზე საჭირო ვიტამინია ქოლინი (ვიტამინი B4), რადგან ის ხელს უწყობს ორგანიზმის ყოველდღიურ მუშაობას და ეხმარება - ღვიძლს ფუნქციონირებაში, ნერვულ სისტემას, კუნთების ფუნქციას, მეტაბოლურ და ზოგადად მონელების პროცესებს.




image




როგორ გამოიხატება ღვიძლზე ქოლინის დეფიციტი? ქოლინის დეფიციტი იწვევს ღვიძლის არაალკოჰოლურ ცხიმოვან დაავადებას, რომლის დროსაც ხდება ღვიძლში ზედმეტი ცხიმების დაგროვება, რაც იწვევს ანთებას, ფიბროზს, ციროზსა და ჰეპატოცელულურ კარცინომას. კვლევების შედეგად მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანების 70%-ზე მეტს აწუხებს ეს პრობლემები, თუმცა, მას შემდეგ, რაც დაიწყეს ქოლინის შემცველი პროდუქტების მიღება, მათი მდგომარეობა დასტაბილურდა.




image




პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ქოლინს (ვიტამინი B4). ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი, ბროკოლი, დაცეხვილი ხორბალი, სოიო, 1%-ნი რძე, მოხარშული ლობიო, არაქისი, ნუში და ყავისფერი ბრინჯი.




P.S. გახსოვდეთ, რომ ღვიძლსაც სჭირდება მოვლა! ფაქტია, რომ მას ვერ ხედავთ როგორც ფეხს ან კბილს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოუაროთ. აუცილებლად დაიცავით დიეტა და ჩართეთ რაციონში ქოლინის შემცველი პროდუქტები, რაც თქვენს ღვიძლს შეავსებს საჭირო მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. ჯანმრთელობას გისურვებთ!





იხილეთ აგრეთვე:



როგორ გავარკვიოთ, რა გვტკივა?image






რომელ ფარულ დაავადებებზე მეტყველებს თქვენი "ჭიპის ფორმა"?image







რისი თქმა შეუძლია თქვენს ფეკალიებს? (განავალი)image







10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გემუქრებათimage







ამ მარტივი მეთოდით სამუდამოდ დაივიწყებთ წელის ტკივილსimage








10 ყველაზე აუტანელი ტკივილი– პირველ ადგილზე მყოფი გაგაკვირვებთimage








რა იწვევს გასტრიტს და როგორ ავიცილოთ ის თავიდან?image








სასწრაფოდ შეამოწმეთ თქვენი თავიimage

0
1510
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0